09.00 საათზე თბილისის მერი დავით ნარმანია #160 ბაგა-ბაღს ესტუმრება და პატარებს 2015-2016 სასწავლო სააღმზრდელო წლის დაწყებას მიულოცავს. მის: ვარკეთილის მეორე მ/რ, ზემო პლატო საკონტაქტო პირი: თამარ კვირტია 577 17 30 04
09:00 საათზე, მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში ახალ საჯარო სკოლას გახსნიან და მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავენ. ადგილი: მცხეთა, სოფელი წილკანი
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი 09:00 საათზე მარნეულის #2-ე რუსულენოვან საჯარო სკოლას, 09:45 საათზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის აზერბაიჯანულენოვან საჯარო სკოლას, 10:30 საათზე კი სოფელ წითელსოფლის სომხურენოვან საჯარო სკოლას ეწვევა. ამავე დღეს 10:00 საათზე სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არცევში დაწყებით სკოლას ეწვევა.
09:30 საათზე, ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენციის – “ღიაობის ვალდებულება: პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები” გახსნა. თბილისი, სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)
11:00 საათზე დავით ნარმანია უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სტუდენტებს ახალ სასწავლო წელს მიულოცავს.
11:00 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში „თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: შუალედური არჩევნები, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა.
11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “მემარცხენე ალიანსის” მთავარი კომიტეტის წევრი არჩილ ბენიძე სპეციალურ განცხდებას გააკეთებს. თემა: ბაზალეთზე, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის სახლის დარბევა, სადაც ერთ- ერთი ვერსიით შალვა ნათელაშვილის ჩართულობას განიხილავენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი პორტალ „კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რა სიახლეებია კოალიციაში; ვინ იქნებიან ახალი სახეები; რა შემადგენლობას შეიარჩუნებს კოალიცია; რა ხდებს რეგიონალურ წარმომადგენლობებში და სხვა მიმადინარე საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.
12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ლარის კურსი, ტარიფების ზრდა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00 საათზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის მიწვევით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკის გახსნის ცერემონიალს დაესწრება. მის: ქალაქი ყვარელი, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი.
12:00 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: შუალედური არჩევნები, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა, რთველი კახეთში.
12:00 საათზე ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი პორტალ „კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პატიმრობაში მყოფი, ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ფოცხვერიას საქმე, რომელიც კიბოს მძიმე სენითაა დაავადებული. რას ითხოვს დაცვის მხარე. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.
12:30 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის” ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი პორტალ „კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: როგორ ცდილობს ნაციონალური მოძრაობა კახელი მეღვინეების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.
12:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე, რთველთან დაკავშირებით შექმნილ სირთულეებზე, ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
14:00 საათზე თბილისის მერი უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტებს ახალ სასწავლო წელს მიულოცავს.
17:00 საათზე, არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის დაბადების დღისა და მისი წმინდანად შერაცხვის საიუბელეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წმინდა გრიგოლის ნაშრომების მეორე ტომის პრეზენტაცია გაიმართება, ასევე მოეწყობა გამოფენა სახელწოდებით – ,,ქართველი იუნკერების მეორე სამშობლო”. მის: თავისუფლების #2