გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, რომელიც ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ავტომანქანის აკუმულატორებით ვაჭრობდა, იაფფასიან პროდუქციაზე უკანონოდ, სისტემატურად კუსტარულად ათავსებდა „BOSCH“- ის სასაქონლო ნიშნებს და შემდგომ ყალბ საქონელს ასაღებდა, როგორც „BOSCH“- ის ორიგინალ პროდუქციას.
გამოძიების ცნობით, ამოღებულია „BOSCH“-ის სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული დიდი ოდენობით პროდუქცია და გამოუყენებელი ეტიკეტები.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.