ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოში დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის გამო რუსეთის მოქალაქე დააკავეს.
მათივე ცნობით, რუსეთის მოქალაქემ საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის“ გავლით საქართველოში 143 817 ლარის ღირებულების 713.3 გრამი ოქროს ზოდები გადმოიტანა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
