ახალი ამბები

დაინფიცირებულია სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი – გახარია

30 მარტი, 2020 • 1695
დაინფიცირებულია სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, დაფიქსირდა სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა. ამის შესახებ გახარიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, დაინფიცირება მოხდა სამედიცინო მუშაკის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.

“გვაქვს შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული. და ეს გვაძლევს ყველა იმ სხვა მოცემულობასთან ერთად აუცილებელ, შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას”, – განაცხადა გახარიამ.

ამავე თემაზე

გამოცხადდეს ფაქტობრივი კარანტინი ქვეყანაში – გახარია

საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი წესდება

საქართველოში 30 მარტის, 17:00 საათის მონაცემებით კორონავირუსით ამ დრომდე სულ დაინფიცირდა 100 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელებულია 18. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 978, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 266 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი