ახალი ამბები

ანონსი: 7 სექტემბერი

6 სექტემბერი, 2015 •
ანონსი: 7 სექტემბერი

10:30-ზე „დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი პორტალ „კვირას” პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგს გამართავს. თემა: თბილისის მერიისა და „ნაციონალური მოძრაობის” ლიდრების ფარული ბიზნსესგარიგებები, მათ შორის, გივი თარგამაძისა და გია უდესიანი ბიზნესინტერესებთან მიმართებაში. ასევე, თბილისის განვითარების გენგეგმის კონკურსში „ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშ მყოფი კომპანიის გამარჯვების ხელშეწყობის მცდელობას. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

 

11:30-ზე შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების” კანდიდატი საგარეჯოში თამარ ხიდაშელი პორტალ „კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

 

11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “უმუშევართა კავშირი-დასაქმებისათვის” ხელმძღვანელი თამარ იოვაშვილი პრესკონფერენციას გამართავს და უსახლკარიებისათვის კანონ პროექს წარაგდენს, ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. მისამართი: წერეთლის 116. ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”. II სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

11:00 საათზე, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა” „პირველ” პრეს-კლუბში ბრიფინგს გამართავს, თემა: „აფბა” ფარმაცევტული ბაზრის კვლევის ფარგლებში შუალედურ შედეგებზე ისაუბრებს და შესაბამის უწყებებს, მედიკამენტების ბაზრის დეტალურად შესწავლისკენ მოუწოდებს. მისამართი: წერეთლის 116. ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”. II სართული. საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა – 557 756533

 

11:00 საათზე,  თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს, რომლის საინვესტიციო მოცულობა 85 მლნ დოლარია.

 

12:00 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში „მსოფლიო მის პლანეტის” პეზიდენტი ირინა პაპაზოვა და ეკატერინე მგალობლი პრესკომფერენციას გამართავენ საქართველოში „მის პლანეტა 2015″ -ის 12 სექტემბერს საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით. მის.: კოსტავას 68

 

12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოში კომპანია BP -ს დირექტორი საგარეო საქმეთა საკითხში გია ღვალაძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი ხელს მოაწერენ სამმხრივ ხელშეკრულებას, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების დარგში ახალი საერთაშორისო სტანდარტის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება და განვითარების ხელშეწყობა. ადგილი: საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, მისამართი: უზნაძის 52

 

17:00 საათზე , საერთაშორისო ფონდი „ლეა” და დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი აღინიშნავს ებრაული კულტურის საერთაშორისო დღეს – “ხიდები”.  მისამართზე: ქ. თბილისი, ანტონ კათალიკოსის ქ. N 3

მასალების გადაბეჭდვის წესი