ახალი ამბები

შსს: 4 კგ-ზე მეტი კანაფის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

6 სექტემბერი, 2015 • • 1084
შსს: 4 კგ-ზე მეტი კანაფის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას 9 ძირი კანაფი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 3 კილოს და 195 გრამს იწონის. ასევე ამოღებულია 432,30 გრ გამომშრალი მარიხუანა და 15 ძირი გამომშრალი კანაფი, რომელიც 1 კილოს და 495 გრამს იწონის. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

შსს-მ 4 კილოზე მეტი კანაფი ამოიღო
შსს-მ 4 კილოზე მეტი კანაფი ამოიღო

მასალების გადაბეჭდვის წესი