როგორც შემთხვევის ადგილიდან ნეტგაზეთის რეპორტიორი იუწყება, პოლიციელები მედიას შემთხვევის ადგილის გადაღების საშუალებას არ აძლევენ. ამასთან, ადგილზე რჩება ცხედარი. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
დაჭრილისა და მოკლული პოლიციელების ვინაობის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის ხმამ გაავრცელა. ფაქტის შესახებ ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს, თუმცა ვინაობა არ დაუკონკრეტებიათ.
აფხაზეთის ხმის ინფორმაციით, გვაზავა სახეშია დაჭრილი და მას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.
შინდისის გზაზე სროლის შედეგად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე ლევან გვაზავა დაჭრეს, ხოლო მისი ნათესავი ასევე ყოფილი პოლიციელი რეზო კალომლეწავი მოკლეს.
Posted by netgazeti.ge on Friday, August 28, 2015
შინდისის გზა, სადაც პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან გვაზავა დაიჭრა, ხოლო მისი ნათესავი დაიღუპა, პოლიციამ გადაკეტა. ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები
Posted by netgazeti.ge on Friday, August 28, 2015