ახალი ამბები

თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო კარანტინში ჯამში 190 პირი გადავიყვანეთ – შსს

22 მარტი, 2020 • 1160
თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო კარანტინში ჯამში 190 პირი გადავიყვანეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო საკარანტინო სივრცეებში დღემდე 190 ადამიანია გადაყვანილი.

ზემოხსენებული წესის დაღვევის გამო კარანტინში იძულებით 10 პირი 21 მარტსაც გადაიყვანეს.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს,“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქართველოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსი 54 ადამიანს დაუდასტურდა. ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, COVID 19-გან სულ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი განიკურნა – ეზუგბაია

მასალების გადაბეჭდვის წესი