ახალი ამბები

კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი განიკურნა – ეზუგბაია

22 მარტი, 2020 • 2477
კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი განიკურნა – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურში 2 პაციენტის ტესტი კორონავირუსზე უარყოფითია.

„2 პაციენტთა განმეორებითი კვლევა ვირუსზე უარყოფითია. ერთმა უვკე დატოვა დაწესებულება, მეორე დატოვებს დღეს. ანუ შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3-მა პაციენტმა დატოვა კლინიკა,“ – ამბობს ეზუგბაია.

საქართველოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსული ინფექცია 54 ადამიანს დაუდასტურდა. მანამდე კი 16 მარტს პირველი განკურნებული პაციენტი ინფექციურდან გაწერეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი