ახალი ამბებისაზოგადოება

სრული სია: რა ტიპის სავაჭრო ობიექტებს შეუძლიათ მუშაობა

21 მარტი, 2020 • 3623
სრული სია: რა ტიპის სავაჭრო ობიექტებს შეუძლიათ მუშაობა

სურსათის ეროვნულმა სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა 20 მარტს გამოსცა ბრძანება, სადაც დეტალურად არის ჩამოთვლილი იმ სავაჭრო ობიექტების ნუსხა, რომლებსაც კორონავირუსის ეპიდემიის მიუხედავად მუშაობა შეუძლიათ.

ამ ბრძანებას საფუძვლად უდევს საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით პრემიერ-მინისტრი სხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება.

კორონავირუსის ეპიდემიის დროს მუშაობის გაგრძელება შეუძლია შემდეგი ტიპის სავაჭრო ობიექტებს:

  1. სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები (მაღაზიები, საბითუმო/საბაჟო საწყობები, აგრარული ბაზრები);
  2. სურსათის სამაცივრე მეურნეობები;
  3. სურსათის წარმოება/გადამამუშავებელი საწარმოები (მათ შორის, პურ- ფუნთუშეულის საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე));
  4. საზოგადოებრივი კვების ობიექტები, მხოლოდ მიწოდების სერვისით;
  5. ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები;
  6. სურსათის/ცხოველთა საკვების დისტრიბუტორები (მათ შორის, იმპორტიორები);
  7. ვეტერინარული კლინიკები;
  8. ცოცხალი ცხოველების ბაზრები/ბაზრობები;
  9. ცხოველთა ფერმები;
  10. ვეტერინარული აფთიაქები/ვეტერინარული პრეპრატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტები;
  11. ზოომაღაზიები;
  12. პესტიციდებისა და აგროქიმიქატების აღიარებული საცალო/საბითუმო ობიექტები;
  13. სურსათის/ცხოველთა საკვების ლაბორატორიები;
  14. საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები.

ამავე ბრძანების მიხედვით, ყველა ბიზნესოპერატორს მიეცა დეტალური მითითება, თუ როგორ უნდა დაიცვას ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები მუშაობისას.

გარდა ამისა, მუშაობას შეძლებენ ბანკები, ბენზინგასამართი სადგურები, ფოსტა. სხვა ობიექტებზე როდის მოიხსნება შეზღუდვა, დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.

იმის გამო, რომ ქვეყანაში კორონავირუსი არ გავრცელდეს, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები.

ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, მოერიდონ თავყრილობებს და დაიცვან დისტანცია ერთმანეთისგან, რათა დახურულ სივრცეში კორონავირუსი ვრცელდება სწრაფად და ერთ ინფიცირებულს რამდენიმეს დაავადება შეუძლია.

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში ვირუსით 44 ადამიანია ინფიცირებული, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა, 2 ათასამდე კი კარანტინშია მოთავსებული. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცზვი 200 ათასს აჭარბებს, გარდაცვლილია 9 ათასამდე ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი