სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები ფუნქციონირებდა. სააგენტოს თანამშრომლებმა ორივე მათგანს შეუწყვიტეს წარმოების პროცესი. გარდა ამისა, ინსპექტირებისას აღმოჩენილი მავნე სურსათი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.

სასაკლაოები ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე ფუნქციონირებდა. ამიტომ, დააჯარიმეს ის ფიზიკური პირები, რომლებიც ამუშავდნენ აღნიშნულ ობიექტებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.