ახალი ამბები

სამინისტროს ცნობით, გზის გადაკეტვის გამო “თუშეთობა 2015” გადაიდო

21 აგვისტო, 2015 • • 1071
სამინისტროს ცნობით, გზის გადაკეტვის გამო “თუშეთობა 2015” გადაიდო

სამინისტროს ინფორმაციით, “თუშეთობა 2015“-ის ზუსტი თარიღი ამინდზე დაკვირვების და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთანავე დაზუსტდება.

 

სამინისტროს ცნობით, აღნიშნული გზის 27-ე და 32-ე კილომეტრზე არსებული ღვარცოფის და 48-ე კილომეტრზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეჩერებულია. გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 

 

ადგილზე მობილიზებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა ჯგუფი, რომელიც გაწმენდითი სამუშოების დასრულებისთანავე ჩაერთვებიან პროცესში და შეისწავლიან ვითარებას.

გარემოს დაცვის სამინისტრო
გარემოს დაცვის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი