ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაბამისი უწყებები დაადგენენ, რამდენად სწორად იყო თელავისხევის მიმდებარედ მშენებლობის ნებართვები გაცემული.

თავად კობახიძე მიიჩნევს, რომ ნებართვები არასწორად იყო გაცემული, რამაც „პრობლემა გაამძაფრა“.

„რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, ნამდვილად არასწორად იყო გაცემული — მე ასე მიმაჩნია, თუმცა დანარჩენს შესაბამისი უწყებები დაადგენენ — რამდენიმე კომერციულ ობიექტებზე, რამაც გაამძაფრა ეს პრობლემა. ასეთი მოვლენებისგან მომავალში მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული თითოეული ქალაქი და ყველა ზომა იქნება მიღებული, რომ თელავი მაქსიმალურად იყოს დაცული მომავალში ასეთი ტიპის მოვლენებისგან“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

12 ივლისს, თელავში, ძლიერი წვიმის შედეგად, თელავისხევი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. დაიტბორა კავკასიონისა და ალაზნის გამზირები. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. დაიტბორა კორპუსების პირველი სართულები და სარდაფები, ასევე აფთიაქები, მაღაზიები და სხვა ობიექტები.

გარემოს ეროვნული სააგენტო თელავის სტიქიაზე პირველად შეფასებას აქვეყნებს

თელავში უხვი ნალექის შედეგად ხევი ადიდდა – დატბორილია ქუჩები