ახალი ამბები

ძლიერი სეტყვა კახეთში – განადგურებულია მოსავალი, დაზიანებულია სახლები

21 აგვისტო, 2015 • • 2241
ძლიერი სეტყვა კახეთში – განადგურებულია მოსავალი, დაზიანებულია სახლები

სეტყვის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა ყვარლის, ლაგოდეხისა და ახმეტის რაიონები.

ყვარლის გამგეობის ცნობით, სეტყვა დაახლოებით 25 წუთს გაგრძელდა და შედეგად განადგურდა ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ყვარლის რაიონში სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ავტომობილები და სახლების სახურავებიც დააზიანა. ლაგოდეხის რაიონში კი საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა. სეტყვამ დააზარალა ახმეტის რაიონიც, სადაც ჩამოწოლილი მეწყრის გამო გზის სავალი ნაწილიც ჩაიხერგა.

ძლიერმა სეტყვა კახეთში - განადგურებულია მოსავალი, დაზიანებულია სახლები  21.08.15
ძლიერმა სეტყვა კახეთში – განადგურებულია მოსავალი, დაზიანებულია სახლები 21.08.15

მთლიანობაში კახეთში დაახლოებით 14 სოფელი დაზარალდა.

გაწმენდითი სამუშაოები დაზარალებულ სოფლებში უკვე დაწყებულია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, მეხანძრე-მაშველები და კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სამაშველო ღონისძიებებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, სტიქიის ადგილზე ზარალის დამთვლელი კომისიები მუშაობენ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სტიქიის ზონაში იმყოფებიან სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოსა დაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები. ომალოში იმყოფება სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში, ირაკლი შიოლაშვილი.  

პრესსამსახურის ცნობით, რეგიონში ასევე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ კომპანია „დელტას“ წარმომადგენლები, რომლებიც სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებდნენ. ჯერ უცნობია, რატომ არ იმუშავა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებმა, კომპანიას ჯერ ამ საკითხზე განცხადება არ გაუკეთებია.

 

ძლიერმა სეტყვა კახეთში - განადგურებულია მოსავალი, დაზიანებულია სახლები  21.08.15
ძლიერმა სეტყვა კახეთში – განადგურებულია მოსავალი, დაზიანებულია სახლები 21.08.15

ძლიერმა სეტყვა კახეთში - განადგურებულია მოსავალი, დაზიანებულია სახლები  21.08.15
ძლიერმა სეტყვა კახეთში – განადგურებულია მოსავალი, დაზიანებულია სახლები 21.08.15

მასალების გადაბეჭდვის წესი