ახალი ამბები

ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი ახმეტაში – ბრალდებული დაკავებულია

19 აგვისტო, 2015 • • 941
ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი ახმეტაში – ბრალდებული დაკავებულია

დაკავებულმა ახმეტაში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ერთ ადამიანს, ხოლო მეორე დაჭრა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში პოლიციამ გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე აღარ ემუქრება.

 

მომხდარიდან რამდენიმე წუთში სამართალდამცველებმა გიორგი გ. ახმეტაში დააკავეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი