ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიცია-ხელისუფლების შეთანხმებით კმაყოფილია

8 მარტი, 2020 • 1408
დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიცია-ხელისუფლების შეთანხმებით კმაყოფილია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ არგუმენტების გაცნობის შემდეგ ის ეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დღეს, 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას. ამის შესახებ მან დღეს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

“მას შემდეგ რაც მოვისმინე არგუმენტები და გაეცა პასუხი ჩემს კითხვებს, მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მიზანი მიღწეულია – ის, რომ იმ საარჩევნო მოდელით, რომელიც არის შეთანხმებული, ქვეყანა არ შევა კრიზში; ის, რომ მაჟორიტარული შემადგენელი შენარჩუნებულია და გამარჯვებული გუნდი დააკომპლექტებს მყარ მთავრობას.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, შემდგომი არჩევნები ჩატარდება მაჟორიტარული და პროპორციული შემადგენლით. ეს იყო ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რომ დესტრუქციულ ოპოზიციას მიეტოვებინა ქუჩა და ქუჩაში ყოფნის საფუძველი”, – თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.


ოპოზიციამ და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ თქვეს, რომ მათ შორის შეთანხმება შედგა. ოპოზიციის თქმით, ამ შეთანხმების შედეგად:

  1. ციხეებიდან გათავისუფლდებიან ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები;
  2. 2020-ის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პროპორციით;
  3. პარლამენტში მოსახვედრი ბარიერი დაიწევს 1%-მდე.

დიმიტრი ხუნდაძე იყო იმ მაჟორტარებს შორის, რომლებმაც 2019 წელს გადამწყვეტ მომენტში უარი თქვეს დაპირების შესრულებაზე და მხარი არ დაუჭირეს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

ნახეთ ვრცლად:

მემორანდუმი – რაზე შეთანხმდნენ ოპოზიცია და ხელისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი