ახალი ამბები

დასათანხმებლად მჭირდება არგუმენტები – ხუნდაძე ოპოზიცია-ხელისუფლების შეთანხმებაზე

8 მარტი, 2020 • 2642
დასათანხმებლად მჭირდება არგუმენტები – ხუნდაძე ოპოზიცია-ხელისუფლების შეთანხმებაზე

საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ტვ “პირველს” განუცხადა, რომ მას სჭირდება დამატებითი არგუმენტები, რათა მხარი დაუჭიროს ოპოზიციისა და ხელისუფლების 8 მარტის შეთანხმებას.

“მე ხომ გულთმისანი არა ვარ ვიცოდე წინასწარ, რა არგუმენტები აქვთ მათ?არ ვიცი არგუმენტები და რა თქმა უნდა, გეიგრაფიული რუკა, როგორ ხდება 30 მაჟორიტარის გადანაწილება. ჩემი თანხმობა ხომ არ არის მხოლოდ ხათრით ნაკარნახები? უნდა იყოს არგუმენტები. ეს არგუმენტები მჭირდება მე”, – თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.

ოპოზიციამ და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ თქვეს, რომ მათ შორის შეთანხმება შედგა. ოპოზიციის თქმით, ამ შეთანხმების შედეგად:

  1. ციხეებიდან გათავისუფლდებიან ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები;
  2. 2020-ის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პროპორციით;
  3. პარლამენტში მოსახვედრი ბარიერი დაიწევს 1%-მდე.

დიმიტრი ხუნდაძე იყო იმ მაჟორტარებს შორის, რომლებმაც 2019 წელს გადამწყვეტ მომენტში უარი თქვეს დაპირების შესრულებაზე და მხარი არ დაუჭირეს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

ნახეთ ვრცლად:

მემორანდუმი – რაზე შეთანხმდნენ ოპოზიცია და ხელისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი