ახალი ამბები

ფილარმონიასთან ფემიციდის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

8 მარტი, 2020 • 4386
ფილარმონიასთან ფემიციდის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

დღეს, 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღეს, ფილარმონიასთან აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი “ქალთა მოძრაობაა”. აქციის მონაწილეები ფილარმონიის წინ კიბეებთან შეიკრიბნენ, სადაც პერფორმანსი გამართეს.

“წელს ფემიციდი ყოველდღიურობად გვექცა: სულ რაღაც 2 თვეში 8 ქალი მოკლეს. დამნაშვეს ყველა სხვაში ხედავს. ფემიციდი სოციალურ პრობლემად იქცა და დროა, პასუხისმგებლობა თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნოს,” – ნათქვამია გავრცეელებულ განცხადებაში.

“ეს არის გამოსაფხილებელი პერფორმანსი და ჩვენ გვინდა ყველას დავანახოთ, რომ ფემიციდი არის სოციალური პრობლემა ქვეყანაში და პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგან აქვს. პასუხისმგებლობით უნდა იყოს მედია, როდესაც აშუქებს ფემიციდს. ყველამ – მეზობლებმა, ნათესავებმა, მათ, ვინ ამართლებენ პასუხისმგებლობა – უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა, რომ შემდგომ მკვლელობაში მათ მიუძღვით წვლილი”, – უთხრა აქტივისტმა ბაია პატარაიამ ჟურნალისტებს.

პატარაიამ საგანგაშო ფაქტი უწოდა 2020 წლის 2 თვეში 8 ქალის მკვლელობის ფაქტს.

ბაია პატარაიას შეფასებით, ხელისუფლებას გადამწყვეტი როლი აქვს ქალებზე ძალადობის შესაჩერებლად. ის მიიჩნევს,რ ომ ხელისუფლებამ უნდა გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქალების გასაძლიერებლად, მათ შორის, როგორც ეკონომიკურად, ისე – პოლიტიკურად.

მასალების გადაბეჭდვის წესი