ახალი ამბები

ბათუმში აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობის დასაცავად აქცია გაიმართა [video]

6 მარტი, 2020 •
ბათუმში აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობის დასაცავად აქცია გაიმართა [video]

ბათუმში გაიმართა აქცია აჭარის ტელევიიზის და მისი იმ თანამშრომლების მხარდასაჭერად, რომლებიც სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას აპროტესტებენ. აქცია მოყვა აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანისთვის,  თეონა ბაკურიძისთვის უფლებამოსილების დროებით შეჩერებას.  წამყვანი ერთ-ერთია აჭარის ტელევიზიის სხვა თანამშრომლებს შორის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ტელევიზიის ამჟამინდელი დირექტორი მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ერევა საკადრო ცვლილებების გზით.

აჭარა ტვ-ში თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება შეუჩერეს

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი