ახალი ამბები

პიტ ბუტიჯიჯი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოეთიშა

2 მარტი, 2020 • 1037
პიტ ბუტიჯიჯი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოეთიშა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, ინდიანას შტატის ქალაქ საუთ ბენდის ყოფილმა მერმა, პიტ ბუჯიჯმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ეთიშება.

ბუტიჯიჯი ქვეყნის პირველი ღია ჰომოსექსუალი კანდიდატი იყო, რომელიც საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთო.

ბუტიჯიჯმა პრაიმერის – შიდაპარტიული არჩევნების პირველ ეტაპზე, კერძოდ კი აიოვას შტატში პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა ვერ მოახერხა წარმატების გამეორება სხვა შტატებში, ხოლო ბოლოს ჩატარებულ პრაიმერში, სამხრეთ კაროლინას შტატში, მეოთხე ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ბრძოლას ეთიშებოდა.

ბუტიჯიჯმა ბრძოლა დატოვა „სუპერ სამშაბათამდე“, როცა პრაიმერი 14 შტატში ტარდება. ამ დღეს დაფიქსირებული შედეგებიდან იკვეთება შიდაპარტიული არჩევნების მთავარი ფავორიტი.

დემოკრატთა კანდიდატობისთვის ამჟამად ექვსი კანდიდატი იბრძვის – ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სენატორი ბერნი სანდერსი, მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი, რომელიც მასზე გაკეთებულ მიმებში ფულს იხდის, სენატორი ელიზაბეთ უორენი, სენატორი ემი კლობუჩარი და წარმომადგენელთა პალატის წევრი ტულსი გაბარდი.

დემოკრატთა არჩევნებში გამარჯვებული 4 ნოემბერს მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი