ახალი ამბები

ელიზაბეტ უორენი აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა

5 მარტი, 2020 • 840
ელიზაბეტ უორენი აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის მებრძოლი, დემოკრატი ელიზაბეტ უორენი საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა. როგორც CNN იტყობინება, ამის შესახებ მან ჯერ თავის თანამშრომლებს უთხრა, მოგვიანებით კი საკუთარ სახლთან, კემბრიჯში, მასაჩუსეტსის შტატში, ჟურნალისტებს განუცხადა. უორენი სწორედ მასაჩუსეტსის სენატორია.

უორენმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს, მის კამპანიაში ჩართულ ადამიანებს და თქვა, რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლის შეწყვეტის მიუხედავად, ის გააგრძელებს ბრძოლად ხალხისთვის. უორენის მთავარი საარჩევნო დაპირება ვაშინგტონში გამეფებული კორუფციის ალაგმვა იყო.

უორენმს არ უთქვამს, საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლის გზაზე ვის დაუჭერს მხარს – ბერნი სანდერსს თუ ჯო ბაიდენს. როგორც სენატორმა აღნიშნა, მას დასაფიქრებლად და გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდება. უორენი თავდაპირველად საპრეზიდენტო მარათონის ფავორიტი იყო, თუმცა მისი შედეგები ყოველ შემდეგ პრაიმერიზში უარესდებოდა. დემოკრატების სახელით საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლა ასევე შეწყვიტეს პიტ ბუტიჯიჯმა, ემი კლობუჩარმა და მაიკლ ბლუმბერგმა.

მთავარი ბრძოლა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ჯო ბაიდენსა და ბერნი სანდერსს შორის გაიმართება, მათ შორის გამარჯვებული კი შემოდგომაზე, დიდი ალბათობით, აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება, რომელსაც მეორე ვადით სურს პრეზიდენტობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი