ახალი ამბები

“სუპერ სამშაბათი” აშშ-ში: ბაიდენმა 9 შტატში გაიმარჯვა, სანდერსმა – 3-ში

4 მარტი, 2020 • 1254
“სუპერ სამშაბათი” აშშ-ში: ბაიდენმა 9 შტატში გაიმარჯვა, სანდერსმა – 3-ში

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამშაბათს, 3 მარტს, 14 შტატში საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიული პარტიის პრაიმერი (შიდა არჩევნები) გაიმართა, რა დროსაც ორი ფავორიტი – ჯო ბაიდენი და ბერნი სანდერსი – გამოიკვეთა.

ამ დღეს აშშ-ში “სუპერ სამშაბათს” უწოდებენ. სამშაბათს პრაიმერი 14 შტატში ჩატარდა, რომლებშიც პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის საჭირო დელეგატების თითქმის 1/3-ის მიღება შესაძლებელი.

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა ალაბამაში, არკანზასში, მასაჩუსეტსში, მინესოტაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ოკლაჰომაში, ტენესიში, ტეხასსა და ვირჯინიაში. სანდერსი გამარჯვებული გამოდგა ვერმონტში, იუტაში, კოლორადოსა და კალიფორნიაში. გამარჯვებულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია მეინის შტატში.

ამგვარად, პრაიმერის სერიის შემდეგ ჯო ბაიდენი და ბერნი სანდერსი დემოკრატთა კანდიდატობის ფავორიტები გახდნენ. ისინი ამჟამად თითქმის თანაბარი შედეგით აგრძელებენ პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლას.

დემოკრატთა პრაიმერი 2 ივნისს დასრულდება, ივლისში კი პარტიის ყრილობაზე დელეგატები კანდიდატს აირჩევენ, რომელიც, დიდი ალბათობით, ნოემბერში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი