ახალი ამბები

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი მასზე გაკეთებულ მიმებში ფულს იხდის

14 თებერვალი, 2020 • 1247
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი მასზე გაკეთებულ მიმებში ფულს იხდის

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი და დემოკრატიული პარტიის შიდაპარტიული არჩევნების მონაწილე, ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი სოციალურ მედიის წარმომადგენლებს ფულს გადაუხდის, თუ მასზე მიმებს [სახუმარო ქარდებს] გააკეთებენ.

BBC-ის ცნობით, ბლუმბერგი ამას ახალგაზდა ამომრჩევლების მიზიდვის მიზნით აკეთებს.

ბლუმბერგის საარჩევნო კამპანიის დირექტორის თქმით, „მიმური სტრატეგია“ ახალია საპრეზიდენტო პოლიტიკაში.

ბლუმბერგის კამპანიის პრესსპიკერის, საბრინა სინგჰის განცხადებით, „მაიკ ბლუმბერგის კამპანია სოციალურ მედიაში [კონტენტის] შემქმნელებთან გაერთიანდა [სხვადასხვა საკითხებში], მათ შორის მიმების სამყაროში.

მართალია, მიმური სტრატეგია ახალია საპრეზიდენტო პოლიტიკაში, ფსონს ვდებთ, რომ ეს იქნება ადამიანებამდე გზავნილის მიტანისა და პრეზიდენტ ტრამპის ციფრულ ოპერაციასთან ბრძოლის ეფექტიანი კომპონენტი“.

ბლუმბერგის კამპანიამ უკვე განათავსა მიმები „ინსტაგრამში“, რამდენიმე მილიონიანი აუდიტორიის მქონე ანგარიშებზე. მიმების ქვემოთ, აშშ-ის საარჩევნო კომისიის მოთხოვნის შესაბამისად, წერია, რომ კონტენტის განთავსებაში ბლუმბერგმა ფული გადაიხადა.

ერთ-ერთი მიმი მაიკლ ბლუმბერგზე

მიმი მაიკლ ბლუმბერგხე

მიმი მაიკლ ბლუმბერგზე

გარდა ამისა, პლატფორმა Tribe-ზე, სადაც შედარებით მცირე აუდიტორიის (1 000 – 100 000 ადამიანი) კონტენტ-მეიკერები ერთმანეთს უკავშირდებიან, ბლუმბერგის კამპანია მხარდასაჭერი პოსტის სანაცვლოდ 150 დოლარის გადახდის მზადყოფნას გამოთქვამს.


მაიკლ ბლუმბერგი ამერიკელი მილიარდერია. მისი ქონება, Forbes-ის შეფასებით, თითქმის 62 მილიარდი დოლარია. 2001–13 წლებში ის ქალაქ ნიუ-იორკის მერი იყო.

ბლუმბერგი ამჟამად დემოკრატიული პარტიის შიდაპარტიულ არჩევნებში – პრაიმერში იღებს მონაწილეობას. ამ არჩევნებში გამარჯვებული ნოემბერში რესპუბლიკელთა კანდიდატს – დიდი ალბათობით დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი