ახალი ამბები

ანონსი: 30 ივლისი

29 ივლისი, 2015 •
ანონსი: 30 ივლისი

09:00 საათზე, სასტუმრო „დივან სვითს“-ში    სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო (NFA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სემინარს გამართავენ თემაზე  „ბრუცელოზის კონტროლისა და პრევენციის სტრატეგიის განხილვა“. შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ  სურსათის ეროვნული სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები დაესწრებიან. მისამართი: ქ. ბათუმი ,კოსტავა/ზ. გამსახურდია 5/13, სასტუმრო “დივან სვითს”

 

 

10:30 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციის-  „პოზიცია“ ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.  თემა: „ნაციონალური მოძრაობის“ საზაფხულო ბანაკები  და დოკუმენტებს გააასაჯაროებს, როგორ ხდება ახალგაზრდების გადაბირება. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23

 

 

11:00 საათზე, თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა:  სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება, როგორ მიდის ზარალის ანაზღაურება, რამდენი ოჯახი დაკმაყოფილდა და როგორია საერთო სურათი. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

 

 

11:00 საათზე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილია ტრეფიკინგის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებელი სხვადასხვა სახის  ღონისძიებები:  საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება, ქუჩის აქცია, ხელნაკეთი პლაკატების გამოფენა თბილისში, ბათუმსა და თელავში. მისამართი: მეტრო ,,პოლიტექნიკური“ (ბუკიას ბაღთან).

 

 

11:00 საათზე, სასტუმრო „Rooms“-ში გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ქართველ მონაწილეებთან. შეხვედრაში მონაწილეობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ჟენევის დისკუსიების ჰუმანიტარულ საკითხთა ჯგუფის ხელმძღვანელი ქეთევან ციხელაშვილი.  

 

 

11:00 საათზე,  “პირველ პრესკლუბში” “დემოგრაფიული განვითარების ფონდის” თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე, მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 


11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართება. იგეგმება ვარკეთილის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების განცხადების (№13021) განხილვა, მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ,,საპროექტო ჩარჩო გეგმასთან“ დაკავშირებული დავის შესახებ.

 

 

12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართება. იგეგმება კომისიაში შემოსული განცხადებების განხილვა სარეიტინგო ქულების მინიჭების და მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ.

 

 

12:00 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია „რაკურსი“ -ს დირექტორი დავით ცინცაძე სტუდიაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს

 

 

12:00 საათზე,  “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

მასალების გადაბეჭდვის წესი