ახალი ამბები

მთავრობის დაპირებით, ნიკო ბურის სასახლე და ძალისის ნამოსახლარი აღდგება

28 ივლისი, 2015 • • 2527
მთავრობის დაპირებით, ნიკო ბურის სასახლე და ძალისის ნამოსახლარი აღდგება

მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ახალ საინვესტიციო პროექტებს და მუხრანის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პოტენციალს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეცნო.

 

საინვესტიციო პროექტებზე „შატო მუხრანის“ დამფუძნებელი ფრედერიკ პოულსენი მუშაობს, რომელმაც მთავრობის მეთაურს მუხრანისა და მისი შემოგარენის ტურისტული პოტენციალის განვითარების შესახებ საინვესტიციო პრეზენტაცია წარუდგინა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ისტორიული ძეგლების რეკონსტრუქცია-რესტავრაციის შემდეგ მუხრანი ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველ ადგილად გარდაიქმნება.

 

ირაკლი ღარიბაშვილი მუხრანში. 27.07.2015
ირაკლი ღარიბაშვილი მუხრანში. 27.07.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი