ახალი ამბები

ცოტნე გააღვიძეს, გარემოს აღიქვამს ადეკვატურად – კონსტანტინე გამსახურდია

30 იანვარი, 2020 • 1955
ცოტნე გააღვიძეს, გარემოს აღიქვამს ადეკვატურად – კონსტანტინე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდიას ძმის, კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, სტამბოლის კლინიკის ექიმებმა ცოტნე გამსახურდია ხელოვნურ კომიდან გამოიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

“კარგი ამბავი: დაახლოებით 50 წუთის წინ სანდო წყარომ მამცნო სტამბოლის აჯიბადემის კლინიკის ექიმზე, ბატონ ოსმანზე დაყრდნობით, რომ ცოტნე გააღვიძეს. ექიმი მდგომარეობას აღწერს, როგორც ნორმალურს. გაღვიძებული გარემოს ადეკვატურად აღიქვამს, თუმცა მართვითი სუნთქვის აპარატის გამო ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია”, – წერს გამსახურდია “ფეისბუკზე”.

ცოტნე გამსახურდიას ცოლის, ანა ჯაგაურის ინფორმაციით, დაახლოებით ორი კვირაა გამსახუდიას სამკურნალო ნარკოზი მოხსნილი აქვს და, შესაბამისად, მისი გაღვიძებაც სწორედ მაშინ მოხდა, მაგრამ ეს ფაქტი ცნობილი არ იყო ინფორმაციის გაცემის აკრძალვის გამო.

“ეს ფაქტი ცნობილი არ იყო ინფორმაციის გაცემის აკრძალვის გამო. ამჟამად ზემოთ აღნიშნული აკრძალვა მოხსნილია, შესაბამისად, გაღვიძების შესახებ ინფორმაცია დღეს გახმაურდა. სედაციის მოხსნის შემდეგ პაციენტს სჭირდება გარკვეული დრო ამა თუ იმ ფუნქციის აღსადგენად. ცოტნეს მდგომარეობა ძალიან ნელა, მაგრამ მაინც უმჯობესდება, შეინიშნება დადებითი დინამიკა. მართვით სუნთქვაზე თითქმის აღარაა (იშვიათად გადაჰყავთ მცირე ხნით, ცოტნეს დასუსტებული ორგანიზმის დასასვენებლად). მიუხედავად იმისა, რომ ექიმების თქმით, ჯერჯერობით იგი მხოლოდ ტკივილზე რეაგირებს, მასთან ჩემი დაკონტაქტებისთანავე მეც და მედპერსონალმაც ემოციის გამოხატვის აშკარა ნიშნები შევნიშნეთ ცოტნეს, რის გამოც ექიმებმა მირჩიეს, ნაცვლად პაციენტის ნახვის დაწესებული ერთი საათისა, მასთან მთელი დღე გავატარო ხოლმე”, – წერს ჯაბარური.

ცოტნე გამსახურდია გასული წლის 19 დეკემბერს თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით დაჭრეს. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვნეს, რამდენიმედღიანი მკურანლობის შემდეგ აუცილებელი გახდა გამსახურდიას თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანა, სადაც ის გასული წლის 31 დეკემბერს მოათავსეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი