ახალი ამბები

პატრიარქს გერმანიაში გულის სისხლძარღვზე ინვაზიური სამკურნალო ჩარევა ჩაუტარდა

24 ივლისი, 2015 •
პატრიარქს გერმანიაში გულის სისხლძარღვზე ინვაზიური სამკურნალო ჩარევა ჩაუტარდა

“როგორც ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამჟამად იმყოფება გერმანიაში, სადაც მას გეგმიური გამოკვლევები და სარეაბილიტაციო მკურნალობა უტარდება. კორონაროგრაფიით გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო დამატებითი ინვაზიური სამკურნალო ჩარევა გულის სისხლძარღვებზე. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თბილისში, სავარაუდოდ, ხუთშაბათს დაბრუნდება,”– აცხადებს საპატრიარქო. 

პატრიარქი, ილია მეორე
პატრიარქი, ილია მეორე

მასალების გადაბეჭდვის წესი