ლევან იზორია აცხადებს, რომ დაზვერვის სამსახურს აღარ ხელმძღვანელობს და გერმანიაში ელჩად ინიშნება.
როგორც მან პოსტვ-ის ეთერში განაცხადა, ეს გადაწყვეტილება 2019 წლის დეკემბერშია მიღებული და არ უკავშირდება მის ძმასთან დაკავშირებულ ინციდენტს.
იზორიას განცხადებით, გერმანიაში მისი ელჩად დანიშვნის პროცედურები უკვე დაწყებულია და თებერვალში გეგმავს გერმანიაში ჩასვლას.
მისივე თქმით, დაზვერვის სამსახურიდან წასვლაზე განცხადება 23 იანვარს დაწერა.
იზორიას განცხადებით, გერმანიაში 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ამ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირები აქვს, რადგან იქ მიიღო მაგისტრის ხარისხი და შემდეგ აგრძელებდა მუშაობას.
“ჩემთვის ეს უდიდესი გამოწვევა და პატივია”, – განაცხადა იზორიამ ელჩობის პერსპექტივაზე.