ახალი ამბები

ეს იყო ჩვენი სუვერენიტეტის შელახვის მცდელობა – გახარია რუსეთიდან კიბერშეტევაზე

20 თებერვალი, 2020 • 1794
ეს იყო ჩვენი სუვერენიტეტის შელახვის მცდელობა – გახარია რუსეთიდან კიბერშეტევაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რუსეთის მიერ 2019 წლის 28 ოქტომებრს საქართველოს კიბერსივრცეზე თავდასხმას გამოეხმაურა:

“გასულ ოქტომბერს საქართველომ კიბერშეტევა განიცადა, რომელმაც გავლენა მოახდინა სახელმწიფო, მედია და ბიზნესსუბიექტებზე. ეს იყო მიუღებელი საქციელი და ჩვენი სუვერიენიტეტის შელახვის მცდელობა. ჩვენ ღრმად ვაფასებთ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორებისგან და მოკავშირეებისგან”, – წერს გახარია ტვიტერზე.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა საქართველოში. ორივე ქვეყანა გმობს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ქმედებას.

საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს ასევე აქვეყნებენ ჩეხეთი, ნორვეგია, დანია, პოლონეთი, ავსტრალია, ლიეტუვა და ა.შ.

ყველა ქართული ვებსაიტი, რომლებზეც ჰაკერული შეტევაა – განახლებადი

მასალების გადაბეჭდვის წესი