ნეტგაზეთი | ყველა ქართული ვებსაიტი, რომლებზეც ჰაკერული შეტევაა – განახლებადი ყველა ქართული ვებსაიტი, რომლებზეც ჰაკერული შეტევაა – განახლებადი – Netgazeti

ყველა ქართული ვებსაიტი, რომლებზეც ჰაკერული შეტევაა – განახლებადი

ამ წუთებში ჰაკერული შეტევა მიმდინარეობს ქართული სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციების ვებსაიტებზე.

აღნიშნული საიტების მთავარ გვერდზე ჩანს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ საკააშვილის ფოტო, წარწერით I’ll be back (მე დავბრუნდები). ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი საიტები ძირითადად განთავსებულია პროსერვისის სერვერზე. კომპანიაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ეს არის “გლობალური ხარვეზი”, რომლის აღმოფხვრაზეც მუშაობენ და პრობლემას ერთ საათში გამოასწორებენ. მათივე ინფორმაციით, პრობლემა 2 ათასამდე ვებსაიტს შეეხო.

ამ დროისათვის [13:20) დაჰაკულია შემდეგი სახელმწიფო უწყებების საიტები:

  1. საერთო სასამართლოების საიტი court.ge (ასევე რამდენიმე რაიონული და სააპელაციო სასამართლოს ვებსაიტი)
  2. ბათუმის მერია და საკრებულო
  3. ქუთაისის მერია და საკრებულო
  4. ქარელის მერია და საკრებულო
  5. აჭარის უმაღლესი საბჭო

მედიასაშუალებები:

  1. გურიის მოამბე – guriismoambe.com
  2. topnews.com.ge
  3. საქინფორმი
  4. trialeti.ge
  5. parvana.ge
  6. mediacentri.ge
  7. zugdidelebi.ge

არასამთავრობოები:

  1. მედიის განვითარების ფონდი – mdfgeorgia.ge

სია შესაძლოა განახლდეს.

ნეტგაზეთი ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.