ახალი ამბები

ბრიტანეთი: ვგმობთ რუსეთის გრუ-ს კიბერშეტევას საქართველოზე

20 თებერვალი, 2020 • 2088
ბრიტანეთი: ვგმობთ რუსეთის გრუ-ს კიბერშეტევას საქართველოზე

გაერთიანებული სამეფო აცხადებს, რომ გმობს რუსეთის „გრუ“-ს — სამხედრო დაზვერვის სამსახურის — მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას.

„გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოააშკარავეს, რომ “გრუ” – რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური – პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე“, — წერია 20 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

„გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრმა (NCSC) დიდი ალბათობით დაადგინა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს “გრუ”-მ განახორციელა მასშტაბური და ზიანის მომტანი კიბერშეტევები. ისინი მიმართული იყო სხვადასხვა ქართული ვებ-პროვაიდერების მიმართ, რამაც შედეგად გამოიწვია ვებ-გვერდების სახეცვლილება, მათ შორის საქართველოს მთავრობის, სასამართლოების, არასამთავრობო სექტორის, მედია და ბიზნესორგანიზაციების ვებგვერდების. კიბერშეტევამ ასევე შეაფერხა რამდენიმე ნაციონალური ტელეარხის მაუწყებლობა“.

დიდი ბრიტანეთის შეფასებით, „ეს კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გაერთიანებული სამეფო მკაფიოა იმაში, რომ “გრუ”-ს მიერ განხორცეიელებული ეს კიბერშეტევები არის მცდელობა, შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი, დათესოს გაურკვევლობა და ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ყოვედლღიურ ცხოვრებას“.

„გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად“, – წერია განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა: „გრუ”-ს უპასუხისმგებლო და თავზეხელაღებული კიბერშეტევების კამპანია საქართველოს, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს, წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია. „რუსეთის მთავრობას აქვს არჩევანი: გააგრძელოს ეს აგრესიული მოქმედებების სერია სხვა სახელმწიფოების მიმართ, ან გახდეს პასუხისმგებლიანი პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს. „გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს მათ გამოაშკარავებას, ვინც ახორციელებს უგუნურ კიბერშეტევებს და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას “გრუ”-ს დამაზიანებელი მოქმედებების აღსაკვეთად“.


ყველა ქართული ვებსაიტი, რომლებზეც ჰაკერული შეტევაა – განახლებადი

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კიბერშეტევა, რა დროსაც 2019 წელს ათასობით ქართული საიტი გაითიშა, რუსეთმა განახორციელა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდა. კერძოდ, კიბერშეტების ობიექტები იყო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სასამართლო სისტემა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდები, სერვერები და დაცვითი სისტემები.

სამინისტროს ინფორმაციით კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ორგანიზაციების სერვერები, მართვისი სისტემა და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

“აღნიშნული კიბერშეტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ერონული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების და სხვა ორგანიზაციების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას”, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

სამინისტროს ცნობით, ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტავის მთავარი სამმართველოს მიერ განხორციელდა.

ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორიოს პარტნიორებთან ურთიერთანამშრომლობის შედეგად მირბული ინფორმაციის შესაბამისად აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი