ახალი ამბები

ორი ევროპარლამენტარი მერაბიშვილის გამოსვლას ეხმაურება

20 თებერვალი, 2020 • 2050
ორი ევროპარლამენტარი მერაბიშვილის გამოსვლას ეხმაურება

ევროპარლამენტარები, ანა ფოტიგა და სანდრა კალნიეტე, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას ეხმაურებიან.

ანა ფოტიგამ (პოლონეთი, ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფი), რომელმაც რამდენიმე წლის წინ ციხეში მოინახულა მერაბიშვილი, ტვიტერზე დაწერა:

„ვანო მერაბიშვილთან ციხეში სტუმრობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. აღტაცებული ვარ მისი პიროვნული სიმტკიცით. ასეთ მძიმე გარემოებებში მან შეძლო ცოდნის, პოლიტიკური ექსპერტიზისა და ფიზიკური და გონებრივი ძალის გაღრმავება. მივესალმები მის თავისუფლებას“.

სანდრა კალნიეტემ, (ლატვია, ევროპის სახალხო პარტია EPP) ტვიტერზე დაწერა:

„მერაბიშვილის თავისუფლება ემთხვევა პოლიტიკური დაძაბულობისა და დემოკრატიული უკანდახევის სტაბილურ პროცესს. წლევანდელ არჩევნებში ყველა ფასად გამარჯვებას, — წესების შეცვლით თუ ოპოზიციის დევნით, — ზეგავლენა ექნება ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობაზე“.

ყოფილმა შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დღეს, 20 თებერვალს დატოვა. მას არ დაუზუსტებია, რომელ პარტიასთან ერთად გააგრძელებს პოლიტიკურ კარიერას.

მასალების გადაბეჭდვის წესი