ახალი ამბები

ის თავად არის დამხობილი – ღარიბაშვილი მერაბიშვილზე

20 თებერვალი, 2020 • 1038
ის თავად არის დამხობილი – ღარიბაშვილი მერაბიშვილზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კრიმინალს უწოდებს ვანო მერაბიშვილს, რომელმაც ციხე დღეს, 20 თებერვალს დატოვა.

“ამით [მერაბიშვილის გათავისუფლებით] განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა. ის, რომ დღეს კიდევ ბედავს ეს კრიმინალი და ერთ-ერთი სახე ამ გარყვნილი, ბინძური სისტემის, რომელიც მათ შექმნეს, წლების განმავლობაში მართავდნენ დანაშაულებრივი გზით, დღეს რომ ბედავს ასეთი განცხადების გაკეთებას, არის ღიმილის მომგვრელი. ის თავად არის დამხობილი და მე არ მინდა დამხობილ ადამიანზე ამდენი ვისაუბრო”, – უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც რეჟისორ გიორგი შენგელაიას დაკრძალვაზე იყო მისული.

ვანო მერაბიშვილმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერთ წელიწადში ხელისუფლება შეიცვლება.

“წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, ვინც ამ ციხეში ზის, გათავისუფლდება”, – უთხრა მერაბიშვილმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, ე.წ. მატროსოვის ციხეში მყოფი ყველა ადამიანი პოლიტპატიმარია.

აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები – ვანო მერაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი