ახალი ამბები

სოცმუშაკებმა პარლამენტს მიმართეს

18 თებერვალი, 2020 • 1522
სოცმუშაკებმა პარლამენტს მიმართეს

სოციალურ მუშაკთა პროფესიულმა გაერთიანებამ დღეს, 18 თებერვალს, საქართველოს პარლამენტს შეკითხვებით მიმართეს, სადაც პარლამენტის წევრებს სთხოვენ, დაუყოვნებლივ მოიკვლიონ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებები და საქართველოს პარლამენტმა იტვირთოს ზედამხედველობის ფუნქცია. სოციალური მუშაკების თქმით, უმნიშვნელოვანესია პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს:

  • რატომ არ შეასრულა სოციალური დაცვის სამინისტრომ სოციალური მუშაობის კანონის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, რატომ არ დაამატა 50 სოციალური მუშაკი.
  • რატომ შეიყვანეს შეცდომაში საქართველოს პარლამენტი, როდესაც კანონის განმარტებითი ბარათი ამბობს, რომ ეს არ ითვალისწინებდა საკადრო ცვლილებებს.
  •  რა მეთოდოლოგიით განისაზღვრა სოციალური მუშაკების მინიმალური რაოდენობა (205 სოციალური მუშაკი)
  • რა ბედი ეწიათ 33 სოციალური მუშაკის მიერ დატოვებულ საქმეებს, ვინ ახორციელებს მათზე ზედამხედველობას.
  •  რა კრიტერიუმებით განისაზღვრა 33 სოციალური მუშაკის გათავისუფლების საკითხი (რატომ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში მინისტრს, როდესაც ამბობს, რომ გასაუბრებას ესწრებოდნენ უნვერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები)
  • რატომ არ იქნენ ინფორმირებული სოციალური მუშაკები გასაუბრების მიზეზის შესახებ და რატომ ეცნობათ მათ, რომ ეს იყო ტრეფიკინგის ფონდის დირექტორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.

30-მდე სოციალურ მუშაკს გათავისუფლების შესახებ წერილი ელექტრონული ფოსტით 29 იანვარს მიუვიდა. სოცმუშაკების თქმით, მათთვის აღნიშნული წერილი მოულოდნელი იყო. ასევე, სოციალური მუშკები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ და სამომავლოდ სასამართლო დავის დაწყებასაც გეგმავენ. მათი ძირითადი არგუმენტი კი ემყარება “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც სოცმუშაკების რაოდენობა რეორგანიზაციის ფარგლებში საჭიროების შემთხვევაში უნდა გაზრდილიყო. გარდა ამისა, სოცმუშაკების განცხადებით, მათ გასულ წელს გარკვეული გასაუბრებები ჩაუტარდათ, თუმცა არ იცოდნენ, რას ემსახურებოდა აღნიშნული გასაუბრება.

გაიგეთ მეტი

“ბევრს ვფიქრობთ, რა იყო ჩვენი გათავისუფლების მიზეზი” – სოცმუშაკები

მასალების გადაბეჭდვის წესი