შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა ენუქიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ეს შეზღუდვა ჟურნალისტებსაც ეხებათ.
“საფრთხე ორივე მხრიდან არსებობს. გუშინდელი ანდრო ბარნოვის ქმედება არ იყო მიზნობრივად გამართლებული, რადგან ასეთმა ფაქტებმა შესაძლოა მეორე მრიდან პროვოკაცია გამოიწვიოს და დაპირისპირება მოხდეს”, – განაცხადა შალვა ენუქიძემ.
ტელეკომპანია “რუთავი 2”-ის ინფორმაციით, ჟურნალისტებსა და სხვა პირებს პოლიცია საშუალებას არ აძლევს, რომ მიუახლოვდნენ კონფლიქტის ზონას და ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრონ. ტელეკომპანიის ცნობით, ადგილობრივებს მხოლოდ შემოწმების შემდეგ უშვებენ.
14 ივლისს ჟურნალისტებმა აქცია გამართეს კონფლიქტის ხაზთან და გააპროტესტეს რუსი სამხედროების მიერ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დადგმა. აქციის მონაწილეებმა სოფელ ორჭოსანისა და წითელუბნის ტერიტორიაზე დადგმული ბანერი მოგლიჯეს და ხევში გადააგდეს.