სამსახურიდან გათავისუფლებულმა სოციალურმა მუშაკებმა გუშინ, 14 თებერვალს აქცია გამართეს. აქციას შემოურთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ამჟამად მომუშავე სოციალური მუშაკები, ბენეფიციარები და დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი.
“სოციალურ მუშაკთა პროფესიული გაერთიანიბის” წარმომადგენლის, მარიამ ბარძავას თქმით მათ სურთ გამოუცხადონ სოლიდარობა გათავისუფლებულ სოცმუშაკებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს დაანახონ, რომ სოციალური მუშაკები მარტო არ არიან.
“აქციის მიზანია გამოვუცხადოთ სოლიდარობა სოციალურ მუშაკებს და დავანახოთ ადამინებს, რომ სოციალური მუშაკები არიან ის ადამინები, ვინც იბრძვიან სოციალური სამარტლიანობისთვის და ამ ბრძოლას მიუხედავად ყველაფრისა მაინც გააგრძელებენ. რეორგანიზაციის ფარგლებში არსად არ იყო ანხსენები რომ ეს ადამინები გარკვეული კონკურსის შედეგად გათავისუფლებულები იქნებოდნენ სამსახურიდან. სოციალურმა მუშაკებმა იცოდნენ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც იყო დასაქმებული კონკურსის გარაშე გადავიდოდა ახალ სსიპში. ჩვენთვის ბუნდოვანია, რა კრიტერიუმებით გაათავისუფლეს ეს ადამიენბი სამსახურიდან. ეს არის სოლიდარობის აქცია და ჩვენ გვინდა გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა დაინახონ, რომ სოციალური მუშაკები არ არიან მარტო და ისინი იბრძოლებენ”, – განმარტა ბარძავამ.
ბარძავას მსგავსად სოციალური მუშაკების გათავისუფლებას უკანონობად და უსამართლობად მიიჩნევს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილიც:
“ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ეს ხალხი არ გაჩერდება იმიტომ, რომ უკანონოდ და უსამართლოდ არიან სამსახურიდან გაშვებულები. ეს ის ადამიანები არიან, ვინც დააჯილდოვეს ერთი კვირით ადრე და შემდეგ სამსახურიდან გაუშვეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე… გათავისუფლებული სოცმუშაკების უმრავლესობა იყო აქტიური პროტესტის მონაწილე გასულ წელს, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ პროტესტის გამო, რომ დანარჩენები შეეშინებინათ, ამიტომ გაუშვეს სამსახურიდან ეს ადამიანები”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
გათავისუფლებული სოცმუშაკები ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან ითხოვენ პასუხი გაეცეს მათ კითხვებს, თუ კონრეტულად რატომ გაუშვეს ისინი სამსახურიდან. სოცმუშაკების განმარტებით, მათი სამსახურიდან გათავისუფლება იყო უკანონო და ამის დასამტკიცებლად ისინი სასამართლოსაც მიმართავენ.
“უცბად, მივდივარ ერთ მშვენიერ დღეს სამსახურში საკუთარი გეგმის შესასრულებლად, ვიცი რა უნდა გავაკეთო იმ დღეს, საკმაოდ დატვირთული დღე მქონდა და უცბად მესმის, რომ შენ აღარ უნდა იმუშავო და უნდა დაბრუნდე სახლში… ყოველგვარი ახსნის გარეშე. სამჯერ გადავიკითხე მოსული წერილი მაგრამ ვერ გავიგე მიზეზი. დღემდე ვერ ვხდები რატომ გაგვათავისუფლეს და მინდა კანონმა გასცეს ამას პასუხი ჩვენ მივმართავთ სასამართლოს და ალბათ სასამარტლოთი მივიღებ პოასუხს, თუ რატომ გაგვათავისუფლებს სამსახურებიდან”, – აღნიშნავს ერთ-ერთი გათავისუფლებული სოციალური მუშაკი, მარინა ლაბახუა, რომელიც სოცმუშაკის თანამდებობაზე 2002 წლიდან მუშაობდა.
მასთან ერთად სამსახურიდან გაათავისუფლეს 30-მდე სოციალური მუშაკი. მათ 29 იანვარს, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღეს წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ მათ მუშაობა უნდა შეეწყვიტათ.
ლაბახუას მსგავსად გათავისუფლების მიზეზი ბუნდოვანია თეა მაღრაძე. მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, რომ გათავისუფლების გარდა მისთვის ასევე რთულია იმ ბენეფიციარებთან მუშაობის შეწყვეტაც, რომელსაც ის წლების განმავლობაში ემსახურებოდა:
“სოციალური მუშაკის პროფესია არ არის უბრალოდ სამუშაო, თუ არ გიყვარს თითოეული ბენეფიციარი, თუ არ ხარ კაცთმოყვარე და მიმღებლობა თუ არ გაქვს ნებისმიერი ადამინის, ამ საქმეს ვერ გააკეთებ. არა მარტო მე, არამედ ყველა გათავისუფლებულმა სოციალურმა მუშაკმა თავისი ცხოვრების პროდუქტიული პერიოდი სწორედ ამ საქმეს მიუძღვნა. რაც შეეხება ბენეფიციარებს, ეხლა ამ ადამიანებს მოუწევთ ახალ სოციალურ მუშაკებთან ხელახალი საუბარი, ხელახალი შეფასებებიდა ხელახალი გეგმები. მინდა გითხრათ, რომ არც ის სოციალური მუშაკები არიან კარგ მდგოამრეობაში ვინც სისტემაში დარჩნენ, იმიტომ, რომ წასული სოციალური მუშაკების საქმეები გადაუნაწილდებათ, რაც არანორმალური შრომაა და არ არიან სახარბიელო მდგომარეობაში”, – განმარტა მაღრაძემ “ნეტგაზეთთან საუბრისას.
გუშინდელ აქციაზე სოციალურ მუშაკებთან ერთად იმყოფებოდნენ მათი ბენეფიციარებიც, რომლებიც ასევე აპროტესტებდნენ გათავისუფლებული სოცმუშაკების ამჟამინდელ მდგომარეობას. ერთ-ერთი ბენეფიციარის, ლევან ქართველიშვილის თქმით,
“მე უკვე წლებია ვარ ბენეფიციარი, სოციალური მუშაკები ძალიან მაგრად გვიდგანან გვერდში, ყოველთვის ცდილობენ გააკეთონ იმაზე მეტი ვიდრე მათ მოვალეობაში შედის. დღემდე უწევთ საკუთაი სახსრებით გადაადგილება და ნახევარი ხელფასი, თუ მეტი არა მისდით იმაში რომ საკუთარი საქმე შეასრულონ. უსამართლობაა, როდესაც ქვეყანაში ასეთი სოციალური პრობლემაა, იმის მაგივრად რომ ხელი შეიწყონ და შტატი გაზარდონ სოცმუშაკების ამცირებენ და არც პირობებს უქმნიან წესიერს. ვხედავ რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესიხ ხალხი იჩაგრება, მე თვითონ ვარ 6 შვილის მამა და ამ ხალხის გვერდში დგომა და მათი სამუშაო ჩემთვის უმნიშვნელოვანესია”, – განაცხადა ქართველიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
სოციალურ მუშაკებს გათავისუფლების შესახებ წერილი 29 იანვარს მიუვიდათ, რომლის მიხედვითაც მუშაობა პირველი თებერვლიდან უნდა შეწყვიტონ. სოცმუშაკების დათხოვნის წერილი არ შეიცავდა განმარტებას, თუ რა მიზეზით გაათავისუფლეს კონკრეტული ადამიანები. ერთადერთი მიზეზი, რაც წერილში იყო აღნიშნული, შეეხებოდა სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციას.
“ბევრს ვფიქრობთ, რა იყო ჩვენი გათავისუფლების მიზეზი” – სოცმუშაკები