ახალი ამბები

სოცაგენტები ხელფასის გაზრდას მოითხოვენ

4 დეკემბერი, 2021 •
სოცაგენტები ხელფასის გაზრდას მოითხოვენ

სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან დღეს 4 დეკემბერს გამართეს.

სოციალური მუშაკები ხელფასის 100 პროცენტიანი ზრდასა და გადაადგილების ხარჯების ანაზღაურებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ არ დაიწყება მოლაპარაკებები მათი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით, ისინი გაიფიცირებიან.

ფოტო: სოლიდარობის ქსელი / Solidarity Network

მასალების გადაბეჭდვის წესი