ახალი ამბები

გიგი უგულავა დააპატიმრეს

10 თებერვალი, 2020 •
გიგი უგულავა დააპატიმრეს

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა დააპატიმრეს.

როგორც “ნეტგაზეთს” უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიმ განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებული ფორმალური პროცედურები დასრულდა და უგულავას ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანენ.

გიორგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში თავად გამოცხადდა. შსს-სთან იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც ის ტაშით და შეძახილებით გააცილეს.

“ბრძოლა გრძელდება მანამ, სანამ ამ შავ ჭირს არ მოვიშორებთ. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ეს სისტემა”, – განაცხადა უგულავამ შსს-ში შესვლამდე.


საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას, გიორგი საბანაძის, დავით ავალიანის, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ადვოკატი: უგულავა გაასამართლა გენპროკურორმა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი