ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

„ეს არ არის ვუჰანი“ — ფოტოები დაცარიელებული ახალგორიდან

7 თებერვალი, 2020 • 6733
„ეს არ არის ვუჰანი“ — ფოტოები დაცარიელებული ახალგორიდან

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი თამარა მეარაყიშვილი, რომელსაც ორნახევარ წელიწადზე მეტია, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული აქვს, ფეისბუკზე აქვეყნებს დაცარიელებული მშობლიური რაიონის ფოტოებს.

„ეს არ არის ქალაქი ვუჰანი [ჩინეთის ქალაქი, რომლის ქუჩებიც კორონავირუსის გავრცელების შემდეგ დაცარიელებულია]“, – წერს აქტივისტი ფეისბუკზე.

ფოტო ახალგორიდან, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლქვეშაა. ფოტო: თამარა მეარაყიშვილი. 06.02.2020

„ორი საათი ვიარე, ყველა ქუჩა და უბანი შემოვიარე. აი, აქ ვცხოვრობთ, სადაც სიცოცხლე სამსახურების დასრულებისთანავე სრულდება. ჩაბნელებული ქუჩებიდან ჩანს მიტოვებული სახლები. დავდივარ ქუჩებში, როგორც სასაფლაოზე და ვფიქრობ, სად დავკარგე შიში მარტოობის და მარტო ყოფნის. ყველაფერს ეგუება ადამიანი. მეც ადამიანი ვარ“, – წერს იგი.

ფოტო ახალგორიდან, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლქვეშაა. ფოტო: თამარა მეარაყიშვილი. 06.02.2020

ფოტო ახალგორიდან, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლქვეშაა. ფოტო: თამარა მეარაყიშვილი. 06.02.2020

ფოტო ახალგორიდან, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლქვეშაა. ფოტო: თამარა მეარაყიშვილი. 06.02.2020

საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგა კონტროლი ახალგორზე. იქ ძირითადად ეთნიკურად ქართველი მოქალაქეები ცხოვრობდნენ, თუმცა ბევრს იქაურობის დატოვებამ მოუწია.

ფოტო ახალგორიდან, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლქვეშაა. ფოტო: თამარა მეარაყიშვილი. 06.02.2020

ფოტო ახალგორიდან, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლქვეშაა. ფოტო: თამარა მეარაყიშვილი. 06.02.2020

ფოტო ახალგორიდან, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლქვეშაა. ფოტო: თამარა მეარაყიშვილი. 06.02.2020

ფოტო ახალგორიდან, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლქვეშაა. ფოტო: თამარა მეარაყიშვილი. 06.02.2020

ფოტო ახალგორიდან, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლქვეშაა. ფოტო: თამარა მეარაყიშვილი. 06.02.2020

ფოტო ახალგორიდან, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლქვეშაა. ფოტო: თამარა მეარაყიშვილი. 06.02.2020

ფოტო ახალგორიდან, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლქვეშაა. ფოტო: თამარა მეარაყიშვილი. 06.02.2020

ფოტო ახალგორიდან, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლქვეშაა. ფოტო: თამარა მეარაყიშვილი. 06.02.2020

ახალგორელი აქტივისტი თამარა მეარაყიშვილი 2017 წლის 16 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მილიციამ საცხოვრებელ სახლთან ყოველგვარი ახსნა-განმარტების და შესაბამისი ორდერის გარეშე დააკავა. მოგვიანებით, მას ბრალი წარედგინა პარტია „ერთიანი ოსეთის“ ცილისწამების, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონო მოპოვებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის.

თამარ მაეარაყიშვილის მიმართ ბრალის წარდგენიდან 2 წელი და 6 თვე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში მას შეზღუდული აქვს გადაადგილების თავისუფლება და ფაქტობრივ შინაპატიმრობაშია.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სასამართლომ მეარაყიშვილი სამჯერ სრულად გაამართლა წარდგენილ ბრალდებებში, პროკურატურამ ყველა გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

2020 წლის 17 იანვარს ცხინვალის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ცხინვალის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და მეარაყიშვილი გაამართლა მმართველი პარტია „ედინაია ოსეტიას“ რეგიონალური განყოფილების მიმართ ცილისწამების ბრალდებაში. თუმცა სისხლის სამართლის ორი საქმე – „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღება“, საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად ფლობა და გაყალბებული პასპორტით სარგებლობა ძალაში დატოვა და პირველ ინსტანციაში ხელახლი განხილვისთვის დააბრუნა.

თამარ მეარაყიშვილი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დასაცავად გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროსა და ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზებზე წარადგინა. 2018 წელს მას საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ ადამიანის უფლებათა ტიტა გადასცა. იმავე წელს მეარაყიშვილი „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ 2018 წლის კონკურსის, „ჩარევა სასურველია“, გამარჯვებულად დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი