ახალი ამბები

ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება – ილია მეორე კორონავირუსზე

2 თებერვალი, 2020 •
ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება – ილია მეორე კორონავირუსზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიიჩნევს, რომ ჩინეთიდან გავრცელებული კორონავირუსი, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, “არის იმისთვის, რომ განტკიცდეს სარწმუნოება.”

თქვენ იცით, რომ გამოჩნდა ახალი ვირუსი. მრავალი ადამიანი შეშინებულია ამ ვირუსისგან. ზოგიერთმა დაარქვა “სიკვდილის ვირუსი”. ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველ დილას და საღამოს ნაკურთხი წყალი ასხუროთ თქვენს კარ-მიდამოს, ეზოს, შვილებს და ღმერთი იქნება თქვენი მფარველი”, – თქვა ილია მეორემ ქადაგებისას დღეს, 2 თებერვალს.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/251213/

მასალების გადაბეჭდვის წესი