ახალი ამბები

“კონსულტაციებით შევძლებთ მათი ცნობიერების ამაღლებას” – მაჭარაშვილი კრიტიკაზე აშშ-დან

28 იანვარი, 2020 • 1646
“კონსულტაციებით შევძლებთ მათი ცნობიერების ამაღლებას” – მაჭარაშვილი კრიტიკაზე აშშ-დან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით “პრობლემას ვერ ხედავს”, ცალკეული ინდივიდუალური კრიტიკული განცხადებების უკან კი დგას არასწორი ინფორმაცია ან სუბიექტური დაინტერესება.

“არსებობს შესაძლო რაღაც არასწორი ინფორმაციები. არსებობს გარკვეული სუბიექტური დაინტერესებებიც ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, ვიცით, “ფრონტერასთან დაკავშირებით” განცხადებები მიანიშნებს, რომ კონკრეტული სუბიექტური ინტერესი შეიძლება არსებობდეს აქ. ქვეყნის ოფიციალური ორგანო რასაც ჰქვია, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქართველოსთან აქვს მჭირდრო კავშირი და ასევე გააგრძელებს და ის პრობლემას აქ ვერ ხედავს. რაც შეეხება ცალკეულ ინდივიდუალურ განცხადებებს, კონსულტაციების საფუძველზე დარწმუნებული ვართ, რომ შევძლებთ მათი ცნობიერების ამაღლებას”, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტის, რობინ შეპარდის მოსაზრების საპასუხოდ, რომ “კონგრესს აქვს ბერკეტები, საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი