შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 22 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის კაცი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
“ლაივპრესის” ინფორმაციით, მსხვერპლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, დანაშაულში ბრალდებული კი – მისი მეზობელი.
შსს-ს განცხადებით, ბრალდებულისა და დაზარალებულის ახლობლებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით ადმინისტრაციული წესით კიდევ 3 პირია დაკავებული.