ახალი ამბები

თბილისის აეროპორტში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა

25 იანვარი, 2020 •
თბილისის აეროპორტში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა

თბილისის აეროპორტში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, რომელმაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების აეროპორტში სკრინინგის გადაწყვეტილება მიიღო.

“ჩვენ დღეს ავიარეისს ველოდებოდით ჩინეთიდან, მაგრამ მივიღეთ ინფორმაცია, რომ დღეს დაგეგმილი რეისი გაუქმდა. სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება, არ აქვს მნიშნვნელობა პირდაპირი რეისით ჩამოსული მგზავრი იქნება თუ ტრანზიტულად. დღეიდან კი უკვე თერმოსკრინინგი დაინერგება, რაც ტემპერატურის დისტანციური თერმომეტრით გაზომვას გულისხმობს. თუ 38 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდება მგზავრს, ჩაითვლება, რომ ეს არის კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევა და სამედიცინო პერსონალი, რომელიც მგზავრს აეროპორტში დახვდება, მის მდგომარეობას უფრო დეტალურად შეაფასებს. ჩინეთიდან საქართველოს გავლით მიმავალ მგზავრებს კი ამ ეტაპზე სკრინინგი არ უტარდებათ”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

ურუმქი-თბილისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 21:35 საათზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით რამდენიმე ავიარეისი გადაიდო.

ამ თემაზე:

რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთში გავრცელებული ახალი ვირუსის შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი