“თუ www.biletebi.ge -ს მდგომარეობა საღამომდე უცვლელი დარჩა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ვაწყობთ საპროტესტო აქციას და ვითხოვთ პასუხს ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა და საქციელის გამო”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.
აქცია 18:00 საათზე ფეხბურთის ფედერაციის შენობასთანაა დაანონსებული.
ამავე თემაზე უკვე შექმნილია ონლაინ-პეტიცია, რომლის ხელმომწერნიც სპორტის სამინისტროს მიმართავენ ბილეთების სამართლიანად გაყიდვის უზრუნველსაყოფად.
უეფას სუპერთასის მატჩზე ბარსელონა VS სევილია ბილეთების გაყიდვა დღეიდან (09:00 საათი) უნდა დაწყებულიყო, თუმცა საიტზე შესვლას მომხმარებლები ჯერაც ვერ ახერხებენ. biletebi.ge-ს ვებგვერდის ადმინისტრაციამ უკვე ორი მიზეზი დაასახელა: ჰაკერული შეტევა და სერვერის გადატვირთვა მომხარებლების დიდი რაოდენობის დროის მცირე მონაკვეთში ერთდროულად შესვლის გამო.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას განცხადებით კი, biletebi.ge უეფამ თვითონ შეარჩია და ამ პროცესთან სფფ-ს შეხება არ აქვს.