ახალი ამბები

გსმენიათ თუ არა მიხეილ მესხის შესახებ? – კითხვა ლიონელ მესის

12 აგვისტო, 2015 • 2011
გსმენიათ თუ არა მიხეილ მესხის შესახებ? – კითხვა ლიონელ მესის
ჟურნალისტის შეკითხვას, სმენია თუ არა მას რამე ქართველ ფეხბურთელ მიხეილ მესხზე, რომელიც თავის დროზე ბრწყინავდა და რომლის გვარიც ძალიან გავს არგენტინელი ფეხბურთელისას, ლიონელ მესიმ უპასუხა, რომ სამწუხაროდ მან არაფერი იცის ქართლი ფეხბურთის და ქართველი ფეხბურთელების შესახებ.
 
ლეო მესი ასევე გამოეხმაურა სტადიონზე შექმნილ ატმოაფეროს და თქვა, რომ მას ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა, თითქოს სახლში თამაშობდა და არა უცხო მოედანზე.
 
დინამო არენაზე “ბარსელონამ” კიდევ ერთი ესპანური კლუბი “სევილია” დამატებით დროში, ანგარიშით 5:4 დაამარცხა და უეფას სუპერ თასის მფლობელი გახდა. ლიონელ მესიმ ამ შეხვედრაში ორი გოლის გატანა მოახერხა.
 
ბარსელონას ლიდერი, ლიონელ მესი. უეფას სუპერთასის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. დინამო არენა, თბილისი, საქართველო. 12.08.2015. ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი
ბარსელონას ლიდერი, ლიონელ მესი. უეფას სუპერთასის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. დინამო არენა, თბილისი, საქართველო. 12.08.2015. ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი