ავტორი: გუნელ მევლუდი
ვაფა ნაგიევა 36 წლისაა. აზერბაიჯანის ნეფთჭალის პროვნციაში დაიბადა. ბაქოში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა ჟურნალისტად დაიწყო. სხვადასხვა გამოცემაში იმუშავა და სწავლის გაგრძელება იტალიაში გადაწყვიტა, თუმცა, იტალიის საელჩომ ვიზაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც სასწავებლად თურქეთში გაემგზავრა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ აზერბაიჯანში თურქეთიდან რამდენიმე დღით ბებიის დაკრძალვაზე დაბრუნდა და თანასოფლელები გაიცნო. ქალები საკუთარ პრობლემს უზიარებდნენ – რომ თითქმის ყველა მათგანი “ქმარზეა დამოკიდებული და უმუშევრობა ყველანაირ მოტივაციას უკარგავთ”.
“არ მიფიქრია, რომ ჩემგან დახმარებას მოელოდნენ, ვფიქრობდი, უბრალოდ საკუთარ პრობლემებზე გულის გადაშლა უნდოდათ”, – ამბობს ვაფა.
უმუშევრობამ, ნაცრისფერმა გარემომ და ადამიანებმა ვაფა დააფიქრა იმაზე, რომ ქალებისთვის სამუშაო ადგილები შეექმნა და სოფელში დარჩენილიყო.
“ამისთვის საჭირო იყო ფული, მე კი ერთი ზედმეტი გროშიც არ მქონდა”.
იდეის მეგობრებთან განხილვის შემდეგ, რომლებიც სხვადასხვა პროექტებზე მუშაობდნენ რჩევა მიიღო, – გრანტი სტარტაპისთვის. იპოვეს ორგანიზაცია, რომელმაც მოიწონა პროექტი და დააფინანსა ის.
სივრცე იჯარით აიღო, იყიდა შესაბამისი აღჭურვილობა, მასალები იყიდა, და სოფლის ყველა ქალი სამუშაოდ მიიწვია. ასე შექმნა სამკერვალო სოფელში.
პირველი დრო ძალიან გამიჭირდა – სოფლის გზები საშინელ დღეში იყო, ზაფხულში მტვერი პირდაპირ თვალებში მეყრებოდა. ზამთარში თოვლჭყაპი და ტალახი ყველგან. მაგრამ ვითმენდი.
ინფრასტრუქტურის პრობლემებს ახლობლების დაცინვა დაემატა.
“ამდენი წელი იმიტომ ისწავლე რომ სამკერვალო გაგეხსნა, რაში გჭირდებოდა სწავლა, ამას ხომ ისეც შეძლებდი. ან დედაქალაქში მაინც გაგეხსნა რამე”, – მეუბნებოდნენ მამა, დედა, ძმები.
დღეს ვაფას სოციალური ბიზნესი მთლიანად მოგებაზეა. მისი საწარმო მეგობრების პიარის წყალობით ძალიან პოპულარული გახდა. მის თანამშრომელ ქალებსაც სტაბილური ხელფასი აქვთ.
თუმცა, ვაფა ნაგიევა ამაზე არ გაჩერებულა. სოფელში გატარებულმა წლებმა აჩვენა, რომ მხოლოდ უმუშევრობით არ შემოიფარგლება სოფლის პრობლემები. სხვა კიდევ ბევრი საკითხია, რომელიც ორგანიზატორობას, აქტიურობას და ზრუნვას მოითხოვს.
“სკოლა, გზები, ინფრასტრუქტურა, ყველაფერი სავალალო მდგომარეობაშია, თუმცა, სახელმწიფო ყოველ წელს გამოყოფს ფულს”.
ვაფა ნაგიევამ გადაწყვიტა, პრობლემების გადაჭრა თავად დაეწყო. ხომ შეძლო თავის დროზე ქალების უმუშევრობის დაძლევა?
ასე გადაწყვიტა არჩევნებზე კენჭი იყაროს.
ამჟამად საარჩევნო კამპანიას აწარმოებს და იმედი აქვს სოფლის ქალების მხარდაჭერის. პარალელურად ახლანდელი ხელისუფლებას პრობლემებს უქმნის, მის საარჩევნო პლაკატებს ხევს, სოფლის ტაქსი კი მის წაყვანაზე სოფლის ხელმძღვანელობის შიშით უარს ამბობს.
დღესდღეობით, ვაფა ნაგიევა მარტო აწარმოებს საარჩევნო კამპანიას, სოფლის გზებზე მარტო დადის და რუპორით ხალხს შეხვედრაზე ეპატიჟება.