ახალი ამბებიტექნოლოგიები

რას აკეთებთ ხოლმე, როდესაც ინტერნეტით სარგებლობთ? – ნახეთ, რას ამბობს კვლევა

16 იანვარი, 2020 • 15333
რას აკეთებთ ხოლმე, როდესაც ინტერნეტით სარგებლობთ? – ნახეთ, რას ამბობს კვლევა

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც 16 იანვარს გამოაქვეყნდა და 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოს მოსახლეობის აზრს ასახავს, კვლევის მონაწილეებს ჰკითხეს, რას აკეთებენ იმ დროს ყველაზე ხშირად, როცა ინტერნეტს იყენებენ. ეს კითხვა კვლევის ფარგლებში იმ მონაწილეებს დაუსვეს, რომლებმაც მანამდე განაცხადეს, რომ იყენებენ ინტერნეტს.

“ვიყენებ ფეისბუკს” – ასე უპასუხა 72% -მა ამ კითხვას.

ნახეთ, სხვა პასუხებიც:

ინტერნეტის გამოყენება. ndi-ის კვლევის შედეგი.

კვლევის შედეგების მიხედვით, ისეთ მოქალაქეებს, რომლებიც ფეისბუკს იყენებენ, ხშირად ხვდებათ ქსელზე პოლიტიკური ახალი ამბები, თუმცა მათი დიდი ნაწილის აზრით, მხოლოდ ხანდახან ენდობიან:


ამ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.


თქვენ რას აკეთებთ ხოლმე ყველაზე ხშირად, როცა ინტერნეტს იყენებთ?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი