ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა:
“ზოოპარკის დატოვებას იქ, ადგილზე უკვე აზრი არ აქვს. ეტაპობრივად უნდა გავაკეთოთ და მოვაწესრიგოთ ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამისითვის კონკრეტული ტერიტორია შერჩეული და გამოყოფილია. არის ორი სხვადასხვა პროექტი, რომელიც თბილსის მერიაში ჩვენამდე არის მომზადებული. როგორც კი პირველად სამუშაოებს მოვრჩებით, ვიმუშავებთ სამომავლო საკითხებზე, გადაწყდება, რა გზით და რა პროექტით ვიმუშავებთ.”
ზოოპარკის გადატანის საკითხზე პირველად, თბილსის მერმა დავით ნარმანიამ 2104 წლის 21 ივლისს ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “ბიზნეს კონტაქტში” ისაუბრა:
“მას შემდეგ, რაც თბილისში მოხდა ახალი გზის გაჭრა გმირთა მოედნიდან ვაკე-საბურთალოს მიმართულებით, იქ დაირღვა ეკოლოგიური მდგომარეობა. მდინარე ვერე მოექცა გზის ქვეშ, გაიჩეხა ხეები და ა.შ. პრობლემები გაუჩნდათ ზოოპარკის მობინადრეებსაც. ამიტომ ჩვენ გვაქვს ეგეთი მონახაზი, რომ ზოოპარკი გადავიტანოთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზოოპარკის ტერიტორიაზე დამატებით რეკრეაციული ზონა შევქმნათ და გავაფართოვოთ და დავრგათ ხეები. გარდა ამისა, გვინდა ზოოპარკის და მზიურის ტერიტორია ერთმანეთთან დავაკავშიროთ გადასასვლელი საფეხმავლო ესტაკადით, რათა ერთიანი სივრცე გაკეთდეს,”- განაცხადა ნარმანიამ.
თბილისის ზოოპარკის გატადანის პროექტებზე 2014 წლის 5 ივნისს, მედიასთან შეხვედრისას ზოოპარკის დირექტორიც საუბრობდა.
იმის გამო, რომ ცხოველებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია [ტრანსპორტის ხმაური, გარემო], თბილისის მერიამ ზოოპარკს 50 ჰექტარი ფართობის ტერიტორია თბილისის ზღვაზე უზურფრუქტით გადასცა.
დღესდღეობით თბილისის ახალი ზოოპარკის რამდენიმე პროექტი არსებობს, რომელთა ფინანსური დანახარჯები 100-დან 500 მილიონი ევროა.
დღეს სოციალურ ქსელში თბილსის ზოოპარკის მაკეტის ფოტო გავრცელდა:
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაიტბორა თბილისის ზოოპარკი. მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ნაწილი კი დააძინეს.
მთავრობის ცნობით, ზარალი 40 მილიონ ლარს აღემატება.