ახალი ამბებიკომენტარი

მდინარე ვერე – რა გაკეთდა ერთი წლის განმავლობაში საფრხთის პრევენციისთვის

13 ივნისი, 2016 • 3049
მდინარე ვერე – რა გაკეთდა ერთი წლის განმავლობაში საფრხთის პრევენციისთვის

13 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების ერთი წლისთავზე გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მერაბ გაფრინდაშვილთან ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა და რა არა იმისათვის, რომ ქალაქი უკეთესად იყოს დაცული ვერეს ხეობიდან მომდინარე საფრთხეებისაგან:

რა გაკეთდა- მდინარე ვერეს ხეობაში (საკუთრივ მდინარე ვერეზე და ბაგების ხევზე) დამონტაჟდა სამი ცალი წყლის დონის გაზომვისათვის საჭირო მოწყობილობა. ასევე სათავეებიდან ქალაქამდე [სვანიძის ქუჩამდე დამონტაჟებული] ხუთი ნალექმზომი ონლაინრეჟმში გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, რა რაოდენობის ნალექი მოვიდა.

ეს რას მოუტანს ქალაქს?

საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რა რადოენობის წვიმა მოვიდა, რათა გავაანილზოთ, ეს ნალექი რა ტიპის მეწყრულ პროცესებს გამოიწვევს, რა ტიპის ღვარცოფები გააქტიურდება. ბაგების ხევში არის ერთი დიდი მეწყრული სხეული და არსებობს საშირშროება, რომ მეწყერმა კალაპოტი გადაკეტოს, ამიტომ უჩანეიშვილის ქუჩაზე დავაყენეთ წყლის დონის საზომი, საიდანაც ონლაინრეჟმში მოდის ინფორმაცია და თუ მეწეყერი მდინარე ბაგების წყალს გადაკეტავს, მაშინ მიღებული იქნება ზომები, რომ წყალს დიდი ხნის მანძილზე დაგროვებისა და წყალსაცავის წარმოქმნის საშუალება არ მიეცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იარსებებს გარღვევის საფრთხე  ბაგების დასახლებისთვის. ამიტომ მიმდინაროებს დაკვირვებები.

გარდა ამისა,  ქალაქ თბილისის მერიის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალისხმევით  ყველა გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, გაკეთდა ნაპირდამცავი კედლები, გასაუფთავდა ჭალა-კალაპოტი, რათა მან წყლის ნაკადის გატარება შეძლოს.

უკვე დასრულდა პროექტირება და ძალიან მალე გამოცხადდება ტენდერი მდინარე ვერეს ჭალა-კალაპოტში მყარ ნაკად-დამჭერების მოსაწყობად, საუბარია ე.წ. ცხაურებზე [დამბებზე]. უნივერისტეტის მაღლივი კორპუსიდან ნაფეტვრებში რომ ავდივართ, იმ გზაზე შეირჩა ორი უბანი.

ეს რისთვისაა საჭირო?

მყარ ნატანს- იქნება ეს მერქნიანი  მასა, ხე-მცენარეულობა თუ გრუნტი- შეაკავებს და მდინარის კალაპოტში მხოლოდ წყალი წამოვა, რომლის [ნაკადიც] ქალაქის ზონაში მტკვარში განიტვირთება. პირობითად დავუშვათ, დღეს გაირა ღვარცოფმა, ხვალ გავწმენდთ [ცხაურებს] და 10-20 წლის შემდეგ, თუ კიდევ განმეორდება ღვარცოფული პროცესები, ჩვენ მას თავისუფალი სივრცით შევხვდებით. თუ მარტო წყალი შემოვა ქალაქის ზონაში,  გვირაბები მას გაატარებენ.

თქვენ 10 წელი ახსენეთ. უფრო მალე რომ განმეორდეს ღვარცოფული პროცესები?

შეიძლება ეს იყოს 10-წლიანი პერიოდი, შეიძლება ერთი წელიც, მაგრამ ის [ცხაურები]ოპერატიულად უნდა გაიწმინდოს. სიტყვაზე, ღვარცოფმა დღეს გაიარა ხომ, ცხაურების გასუფთავება უნდა განხორციელდეს ოპერატიულად. შეიძლება ერთი თვის შემდეგაც განმეორდეს ღვარცოფული პროცესები, მაგრამ თავისუფალი სივრცე უნდა დახვდეს და მყარი ნატანი შეაჩეროს. სწორედ მყარმა ნატანმა გაჭედა სვანიძის ქუჩაზე პირველი გვირაბი [2015 წლის სტიქიისას].

წყნეთი – ბეთანიის გზის რეაბილიტაციასთან  დაკავშირებით ამერიკელმა სპეციალისტებმა უკვე დაასრულეს პროექტი. ეს არის ძირითადად რაც გაკეთდა.

ამასთანავე, ჩვენ მიერ 150-ზე მეტი ოჯახი შეფასდა სტიქიის ზონაში და გაიცა შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები. ზოგიერთი გასაყვანი გახდა ზონიდან. ამასთანავე, სააგენტომ სვანიძის ქუჩიდან გმირთა მოედნამდე სიცხოცხლისათვის საფრთხის შემცველი უბნები ე.წ. წითელი ხაზებით გამოყო, სადაც ცხოვრება აკრძალულია და მერიამ კომპენსაციები გადაუხადა მოსახლეობას.

თუმცა რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს…

იქ არის სადავო საკითები, როგორც მე ვიცი. 100-ზე მეტი ოჯახი დააკმაყოფილეს [კომპენსაციებით] და რაღაც სადავო საკითხია ქონების დარეგისტრირება/კუთვნილებასთან დაკავშირებით.

ანუ ამ ადამიანების იქ ცხოვრება სახიფათოა?

თუ იმ ზონაში ხვდება, რაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს აქვს დადგენილი, ცხადია, სახიფათოა, მაგრამ მე კიდევ ერთს გეტყვით, რომ მსგავსი მასშტაბის [სტიქია] ნაკლებად სავარაუდოა. ასეთი რამ [რასაც 2015 წლის ივნისში ჰქონდა ადგილი] 1000 წელიწადში ერთხელ ხდება, რომ რვა თუ ცხრა გეოლოგიურ და ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენას ჰქონდა ადგილი ზუსტად ერთ დროს ერთ ხეობაში. მსგავსი რაღაც არ ხდება. ახლა შედარება არ არის. შესაბამისი სამსახურები მზადყოფნაში არიან განმეორების შემთხვევაში. ხაზგსმით ვამბობ, რომ მსაგსვი მასშტაბის საფრთხეს არ ველოდებით.

რატომ? თუ შეიძლება, რომ არგუმენტებით აგვიხსნათ?

ბევრად [უკეთეს] მზადყოფნაში ხვდებიან ქვეყანა და შესბამისი  უწყებები ანალოგიურ სტიქიებს [ასეთის შემთხვევაში]. იმ დიდ რთულ უბანზე [მეწყერის] ენერგეტიკული პოტენციალი განიმუხტა. მსაგსვი პირობების ჩამოყალიბებას ათწლეულები სჭირდება.

ანუ ქალაქი დაცულია?

პრინციპში დაცულია, მაგრამ 100%-იანი გარანტიით ვერავინ იტყვის.  საქართველოში ყველაზე მდგრადი ადგილი ფარცხანაყანებია, რომელიც ქუთაისთან  მდებარეობს. მას არც მეწყერი ემუქრება და არც ღვარცოფი, მაგრამ 100%-იანი გარანტიის თქმა ძნელია.

რა აკლია 100%-ს?

ბუნებაში არ არსებობს 100%-იანი გარანტია. შეიძლება 9-ბალიანი მიწისძვრა მოხდეს და…

მიწისძვრაზე არ არის აქ ლაპარაკი, საუბარია უხვ ნალექზე?

მარტო ძლიერი ნალექის მოსვლის შემთხვევაში… მდინარე ვერეს ჭალა-კალაპოტის ზონა ისეა გასფუთავებული, რომ იქ შეგუბება აღარ უნდა მოხდეს. შარშან პირველ გვირაბთან წყალი რომ არ შეგუბებულიყო (საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, მანქანებით, ხე-მცენარეულობით, მყარი გრუნტით, მეწყრული გრუნტით), მარტო წყალს, დარწმუნებული ვარ, რომ გვირაბი გაატარებდა.

შარშან გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა თავისი ანგარიში ვერეს ხეობაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, სადაც კონკრეტული რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტში ვკითხულობთ: “ქალაქის ფარგლებში მდ. ვერეს ჭალა-კალაპოტის ზონა უნდა გათავისუფლდეს წყლის ნაკადების გატარების დამაბრკოლებელი სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებისაგან”.

ეს მოხდა. ჭალა-კალაპოტია გათავისუფლებულია. მოეწყო საყრდენი კედლები, დამცავები, გვირაბების რეაბილიტაცია მოხდა, ხიდი გაკეთდა , რომ წყალი არ ავიდეს ზემოთ. გვირაბებს  რეაბილიტაცია ჩაუტარდა, გასუფთავდა. მე ჰიდროტექნიკოსი არ ვარ, მაგრამ საქმის კურსში ვარ.

მდინარის კალაპოტის პროექტი დასრულდა. ამაზეც გამოცხადდება ტენდერი, რომ კალაპოტი გასწორხაზოვნდეს ანუ წყლის ნაკადი არა მარჯვნივ, სვანიძის ქუჩაზე, არამედ მარცხნივ, ფერდობსიკენ გადავიდეს. ამის პროექტი დასრულებულია და ამ დღეებში აპირებენ ტენდერის გამოცხადებას.

საცხოვრებლი სახლები აღებულია, რომელზეც კომპენსაცია დაურიგდა მოსახლეობას. იგივე სოსისის ქარხანა, რომლის დემოტნაჟიც გაკეთდა. ნაგებობა დგას, მაგრამ კომპენსაცია გადაუხადეს მის მფლობელს, თუ არ ვცდები, 7 მილიონის ოდენობით.

ეს რეკომენდაცია გვირაბების აღებას გულისხმობს?

რა გითხრათ… ცხაურების მოწყობის პირობებში, რომელიც წელს დამთავრდება, გვირაბების არსებობა უკვე პრობელმას აღარ წამროადგენს. წყალს ყოველთვის გაატარებს გვირაბი. მაშინ  მყარი ნატანით ჩაიხერგა. თუ ჩვენ მყარ ნატანს დავიჭეირთ ქალაქში  შემოსავლამდე, გვირაბს რაღა გაჭედავს?

წელს დასრულდება ცხაურების მშენებლობა?

პროექტი დასრულებულია და წელს უნდა აშენდეს.

გასული ერთი წელი პროექტის მომზადებას დასჭირდა მხოლოდ?

რა თქმა უნდა. თქვენ ნუ ფიქრობთ… კვლევების გარეშე (და არასწორად) რომაა აშენებული ნახევარი საქართველო, მაგიტომ გვაქვს ეს პრობლემა. სერიოზული კვლევები ჩატარდა როგორც ჰიდროლოგიური, ისე გეოლოგიური თვალსაზრისით. ათასი ვარიანტი იქნა განხილული. ეს ხომ არ არის პრიმიტიული და ერთგვაროვანი მდინარე?! 41 ღვარცოფული შენაკადი აქვს მდინარე ვერეს. კვლევა საჭირო იყო. პროექტირება ზოგჯერ 2-3 წელიც გრძელდება ხოლმე.

ასევე რეკომენდაციებში საუბარია იმაზე, რომ უნდა განხორციელდეს მეწყრული სხეულის გაწმენდა. ამ ინტერვიუში თქვენ გვითხარით, რომ ისევ არსებობს მეწყრული სხეული…

მეწყრული სხეულის [32 ჰექტარი ფართობი] ნაწილი გაწმენდილია, ნაწილი ისევ არის დარჩენილი.

რატომ?

ამერიკელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს იქ გეოლოგიური კვლევები და ახლა ინფრასტრუქტურის სამინისტრო აპირებს ტენდერის გამოცხადებას გზის რეაბილიტაციაზე. [ტენდერში] ეგეც არის გთავლისიწნებული: გზის აღდგენა და მეწყრული სხეულის გაწმენდა ნაშალი გრუნტით.

სააგენტოს გამოყოფილი აქვს სასწრაფო ღონისძიებების ნუსხა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გაკეთებულიყო. ყველაფერი შესრულებულია აქედან?

პრინციპში, დიდი ნაწილი გაკეთებულია, რაღაც-რაღაცები ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ ხომ გეუბნებით, კვლევები სჭირდებოდა.  მის გარეშე ვერ დაიწყებ მშენებლობას. ავაშენოთ ცხაურები, დავხარჯოთ მილიონები, მოვარდეს [ღვარცოფი] და დაგვინგრიოს?! გათვლებია საჭირო. მთლიანი ხეობის შეფასება იყო საჭირო.

რაც შეეხება საშუალოვადიან პერიოდზე გათვლილ რეკომენდაციებს?

მდინარე გლდანულის აუზი 63 კვ კილომეტრია. 4 წლის მანძილზე გეოლოგების დიდი ჯგუფი მუშაობდა, დაიდო გეოლოგიური ანგარიშები თავისი ზონირების ანუ საფრთხეების რუკით (მაღალი, საშუალო დაბალი რისკების მიხედვით) და, ასე ვთქვათ, მონიტირინგული კვლევები იწყება. ვფიქრობთ მონიტორინგული ქსელის მოწყობას. სამუშაოები ამ მიმართულებით გრძელდება.

რომელიმე პუნქტზე, რომელიც საშუალოვადიან პერიოდს ეხება, შესრულებულიაო, იტყვით? ანუ კმაყოფილი თუ ხართ ამ მიმართლებით.

ბოლომდე არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ…

რატომ არ ხართ კმაყოფილი?

თბილისის ტერიტორიაზე შემოერთებული სოფლებისა და მიმდებარე უბნების ჩათვლით აუცილებელია გეოსაფრთხეების რუკის მომზადება იმისათვის, რომ ვიცოდეთ, სად გვაქვს საშიშროების რისკები, რათა   მაღალი საშიშროების რისკის ზონაში არ მივცეთ მშენებლობის უფლება . თუ ნებართვას მივცემთ, მაშინ ისეთი ღონისიძიებები იქნება განსახორციელებლი, რომ ეს მშენებელს ხარჯთაღრიცხვას გაუათმაგებს ან გაუოცმაგებს. ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ზღვებში აშენებენ ქალაქებს. გააჩნია, რა საფუძვლები არსებობს, რა კვლევები იქნება ჩატარებული და რა რესურსები დაიხარჯება, თორემ ყველაფრის გაკეთება შეიძლება.

რა უშლის ხელს ამ რუკის მომზადებას?

მუშაობა დაწყებულია, მაგრამ  არაფერი არ იყო ამ ქვეყანაში და ეს ბოლო წლებია გავაქტიურდით. სახელმწიფო გეოლოგიურ უწყებაში თავის დროზე 18 000 ადამიანი მუშაობდა, დღეს 64 ადამიანი ვართ. რა თქმა უნდა, 18 000 ადამიანი არ გვჭირდება, მაგრამ საქართველოში გეოლოგიურ სტიქიებზე 16 გეოლოგი მუშაობს. ევროპის ქვეყნებთან შედარებით ეს ძალიან დაბალი პროპორციაა, 50-ჯერ ნაკელბი და ა.შ.


 

რა მოხდა მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წელს? – გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასება

1. 2015 წლის 13-14 ივნისს მდ. ვერეს წყალშემკრებ აუზში წარმოქმნილი კატასტროფული მოვლენა გამოწვეული იქნა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრით. კერძოდ: მეწყერები, ღვარცოფები, კლდეზვავები, ატმოსფერული ნალექები წვიმისა და სეტყვის სახით, არსებულ წყალსადინარებზე გვერდითი და სირღმული ეროზია, წყალმოვარდნა და დატბორვა და რაც ყველაზე მთავარია მდ. ვერეს აუზის რთული მორფოლოგიური, გეოლოგიური და ტექტონიკური პირობებით. კვლევების პროცესში გამოვლინდა სუბგანედური მიმართულების (ჩრდილო აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთით) რღვევა, რომელიც ვრცელდება მამა დავითის ანტიკლინიდან სოფ. კიკეთის მიმართულებით და გაუყვება წყნეთისა და კოჯორის წყალგამყოფის თხემს. სწორედ აღნიშნულ ზონაში დაფიქსირდა დიდი მეწყრული სხეულის მოწყვეტა. ამასთანავე სტიქიით მიყენებული ზარალი და ზიანი გაზარდა ქალაქის ფარგლებში მდ. ვერეს ჭალა-კალაპოტის ზონაში გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაწყებულმა სხვადასხვა სახის საინჟინრო საქმიანობამ. მათ შორის: საცხოვრებელი სახლების, ავტოფარეხების, გზების და სხვა სახის ინფრასტრუქტურული ნაგებობების მშენებლობამ;

2. კატასტროფის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ხანგრძლივმა, ინტენსიურმა ნალექებმა (ბოლო 2,5 თვის მანძილზე მოსულმა მრავალწლიურ საშუალოზე 60%-ით მეტმა ნალექებმა), რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაიჟონა ტერიტორიის ამგებ გრუნტებში, ტერიტორიაზე არსებული ხშირი ტყის გავლენით, რამაც საბოლოო ჯამში მოახდინა მასშტაბური მეწყრულ- გრავიტაციული პროცესების ჩამოყალიბება, გადასული ღვარცოფულ ნაკადებში;

3. ქალაქის ფარგლებში არსებულმა გვირაბებმა სრულად ვერ უზრუნველყვეს წყალტალახოვანი ნაკადების დროული გატარება, ვინაიდან მათი ჩახერგვა ძირითადად გამოიწვია ხეობის ფერდობებზე მეწყრების მიერ ტყის საფარის მოწყვეტამ და გადატანამ მთავარ არტერიაში (მდ. ვერე). მხოლოდ ე.წ. დიდი მეწყრის ფარგლებში და მიმდებარე ტერიტორიაზე პროცესებმა წაიტაცა 4000-ზე მეტი კუბ. მეტრი მერქნიანი ხე-მცენარეები;

4. კატასტროფული მოვლენების შედეგად მწყობრიდან გამოვიდა მაღალი ძაბვის ანძები, გაზსადენები, საავტომობილო გზები, წყალსადენები, წყალგამტარი კოლექტორები, დაინგრა საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები, განადგურდა ზოოლოგიური პარკის ნაწილი (დაიღუპა ცხოველთა და ფრინველთა მნიშვნელოვანი ნაწილი) და რაც ყველაზე სავალალოა ადგილია ჰქონდა ადამიანთა მსხვერპლს – დაღუპულია 19 ადამიანი, ხოლო უგზოუკვლოდ დაკარგულია 3 ადამიანი;

5. მდ. ვერეს ბუნებიდან გამომდინარე, რომელზედაც მეტყველებენ ისტორიული ფაქტები, მსგავს კატაკლიზმებს შემდგომში არაერთხელ ექნება ადგილი. შესაბამისად საჭირო გახდება რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი დამცავი ღონისძიებები გასატარებლად. თუმცა აღნიშნული უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად.

როგორი იყო გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები 2015 წელს?

სასწრაფო ღონისძიებებისთვის საჭიროა:

  • დაინერგოს სწრაფი შეტყობინებების თანამედროვე სისტემები: მანამდე ხეობის ვერტიკალური ზონალობის გათვალისწინებით, ღვარცოფებზე და წყალმოვარდნებზე დასაკვირვებლად ნალექმზომებისა და ჰიდროლოგიური საგუშაგოების მოწყობა (სამუშაოები მიმდინარეობს);
  • თბილისის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების საშიშროების ზოგადი ანალიზი და 2015 წლის 13-14 ივნისს მდ. ვერეს აუზში განვითარებული კატასტროფებით გამოწვეული მდგომარეობის წინასწარი შეფასება 61 გარემოს ეროვნული სააგენტო o რაც შეეხება მეწყრულ სხეულებზე ადრეული შეტყობინების სისტემის ინსტალაციას, მათი გენეზისიდან გამომდინარე აღნიშნული არსებული სტიქიის ზონაში არაეფექტური იქნება;
  • ქალაქის ფარგლებში მდ. ვერეს ჭალა-კალაპოტის ზონა უნდა გათავისუფლდეს წყლის ნაკადების გატარების დამაბრკოლებელი სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებისაგან; o მაღალი საშიშროების რისკის ზონიდან საჭიროა მოსახლეობის გასახლება;
  • უმოკლეს პერიოდში უნდა განხორციელდეს, მდ. ვერეს აუზის აერო- გადაღება, რათა მოვიპოვოთ დეტალური ტოპოგრაფიული (LIDAR) და აეროფოტოსურათი დინამიური ანალიზის განსახორციელებლად;
  • გაგრძელდეს მონიტორინგული დაკვირვებები გეოდინამიკური თვალსაზრისით უკიდურესად დაძაბულ უბნებზე;
  • შესაძლებლობის ფარგლებში განხორციელდეს მთავარი მეწყრული სხეულის გაწმენდა;
  • დაწესდეს სპეციალური რეჟიმი წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე, სადაც არსებობს მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენების განმეორების რეალური საშიშროება;
  • პრაქტიკულად შეუძლებელია წყნეთი-სამადლოს გზის აღდგენა დიდი მეწყრის არეალში. შესაბამისად, დროულად უნდა დაიწყოს გზის ალტერნატიული ვარიანტის შერჩევა.
  • მდინარის კალაპოტის განივი კვეთის პარამეტრები გაანგარიშდეს კატასტროფულ ხარჯზე და გაგანივრდეს, ნაპირები მოეწყოს ლანდშაფტური დაგეგმარების ხედვით;
  • ქალაქის ფარგლებში საავტომობილო გზა მაქსიმალურად გაუყვეს მდინარის ერთ ნაპირს პერსპექტიული განვითარების ტრასის გათვალისწინებით;
  • ქალაქის ფარგლებში მდინარე ვერეს კალაპოტის მეანდრირების მკვეთრი ცვლილების/გასწორხაზოვნების შემთხვევაში, ნაკადის სიჩქარის დარეგულირების მიზნით, მოეწყოს ბარაჟები; o თამარაშვილის ქუჩის გვირაბი დამოკლდეს დასაშვებ სიგრძემდე;

საშუალო პერიოდის ღონისძიებები ჩასატარებელია შემდეგი სახის სამუშაოები, რომელიც მოიცავს:

  • ტოპო-გეოდეზიურ გადაღებას (საველე), გეოლოგიურ, ჰიდროგეოლოგიურ, გეოფიზიკურ, ჰიდროლოგიურ და მეტეოროლოგიურ კვლევებს, რომლის საფუძველზე შედგება სათანადო ანგარიში, სპეციალიზირებული რუკებით, მათ შორის ტერიტორიის საშიშროების რისკის მიხედვით დარაიონება (ზონირება), მსხვილ მასშტაბში დასკვნებითა და რეკომენდაციებით;
  • განსახორციელებელია შემდეგი სახის საინჟინრო ღონისძიებები, კერძოდ: o სათანადო კვლევებზე დაყრდნობით უნდა შეირჩეს ის უბნები, სადაც შესაძლებელი გახდება ეფექტური ღვარცოფშემაკავებელი საინჟინრო ნაგებობების მოწყობა. საჭიროა, აშენდეს ცხაურის ტიპის რკინა-ბეტონის კონსტრუქცია მსგავსი ღვარცოფის განვითარების დროს მსხვილი (ხე- მცენარეების) მასალის დასაკავებლად.
  • ამასთანავე, შესაძლებელია არამასშტაბურ-დაბალზღურბლიანი ნაგებობების მშენებლობა, საიდანაც შესაძლებელი გახდება ჩახერგილი ნატანი მასალის იოლი ამოღება;
  • ვინაიდან ქ. თბილისი გეოდინამიკური თვალსაზრისით იმყოფება უკიდურესად რთულ მდგომარეობაში და არის რეალური საშიშროება იმისა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება, ყოველივე ამის ფონზე, საჭიროდ მიგვაჩნია სპეციალიზირებული სამსახურის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საშიში გეოლოგიური და ჰიდროლოგიური თბილისის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების საშიშროების ზოგადი ანალიზი და 2015 წლის 13-14 ივნისს მდ. ვერეს აუზში განვითარებული კატასტროფებით გამოწვეული მდგომარეობის წინასწარი შეფასება 63 გარემოს ეროვნული სააგენტო მოვლენებისაგან ქალაქის დაცვას, არა მარტო მდ. ვერეს აუზში, არამედ დიდი თბილისის სხვა დაძაბულ უბნებზე.
  • საქართველოში სტიქიური კატაკლიზმების მნიშვნელოვანი გააქტიურების ფონზე, აუცილებელია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართების განკარგვა განხორციელდეს მხოლოდ წინმსწრები საიჟინრო- გეოდინამიკური შეფასების შემდეგ. აქედან გამომდიანრე საქართველოს პრეზიდენტის ბრაძენებულება, რომელიც ამ მიმართულებით 2007 წელს გაუქმდა, აუცილებლად უნდა ამოქმედდეს.
  • განხორციელდეს მდ. ვერეს ხეობის ბუნებრივი პროცესების მოდელირება, როგორიცაა: ჰიდრავლიკური (წყალდიდოების და წყალმოვარდნების შემთხვევაში) და საშიში გეოლოგიური პროცესების (მეწყერები, ღვარცოფები);
  • თამარაშვილისა და გმირთა მოედნის გვირაბებს დაემატოს წყალსადინარები პარალელური გვირაბების სახით;
  • ყველა ნაგებობა – გზა, სანაპირო კედლები და მიმდებარე ინფრასტრუქტურა უნდა გაითვალოს კატასტროფული/მაქსიმალური შეტბორვისა და წარეცხვის სიღრმის გათვალისწინებით;

მასალების გადაბეჭდვის წესი