ახალი ამბები

თუკი აქამდე ჩუმად ვიყავით, უკვე სიჩუმეს აღარ ვაპირებთ – თორნიკე მამალაძე

6 იანვარი, 2020 • 2607
თუკი აქამდე ჩუმად ვიყავით, უკვე სიჩუმეს აღარ ვაპირებთ – თორნიკე მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია და ამ გადაწყვეტილების მიღებაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც იყო ჩართული. ამის შესახებ თორნიკე მამალაძემ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

“მე მაქვს ინფორმაცია, რომ თავად კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სალომე ზურაბიშვილს პირად საუბრებში უარი უთხრა ჩემი ძმის გათავისუფლებაზე”, – განმარტა გიორგი მამალაძის ძმამ.

მამალაძის თქმით, ის “არ აპირებს ბრძოლის შეწყვეტას და მიმართავს ნებისმიერ ხერხს საკუთარი ძმის გათავისუფლებისთვის”:

“თუკი აქამდე ჩუმად ვიყავით, თუნდაც მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, უკვე სიჩუმეს აღარ ვაპირებთ, რადგანაც კათოლიკოს პატრიარქი დაგვიპირისპირდა, ის დაუპირისპირდა ჩემს ოჯახს, ჩემს მცირეწლოვან ძმიშვილებს”

თორნიკე მამალაძის თქმით, კათოლიკოს პატრიარქმა ამ გადაწყვეტილებით “ლაფი დაასხა თავზე” წმინდა სინოდის წევრებსაც:

“გამომდინარე იქიდან, რომ წმინდა სინოდის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და შუამდგომლობა გაგზავნეს, ეს იყო ფარსი კათოლიკოს პატრიარქისგან, რადგანაც თავად კათოლიკოს პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებიც კი მოატყუა, წმინდა სინოდის წევრებს, თითოეულ მათგანს ლაფი დაასხა თავზე”.

თორნიკე მამალაძემ ასევე აღნიშნა, რომ კათოლიკოს პატრიარქს ეშინია მისი ძმის, რადგან ილია მეორეს აქვს დანაშაულები გიორგი მამალაძის წინაშე, რომლის შესახებაც დეკანოზი, გათავისუფლების შემთხვევაში, აუცილებლად ალაპარაკდებოდა.

„ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი მამალაძის საქმეზე“ – ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი